„მჯერა, რომ ქართული ღვინო დაიპყრობს მსოფლიოს“ - ცნობილი მთამსვლელი, რეინოლდ მესნერი ჯიღაურას ბაზას ეწვია
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:41, 14 Jul, 2017     1653
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზას მსოფლიოში ცნობილი მთამსვლელი, მწერალი და მოგზაური რეინოლდ მესნერი ესტუმრა. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კველვითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ სტუმარს ვაზისა და ხეხილის საკოლექციო ნარგაობები დაათვალიერებინეს, ქართული ღვინის დაყენების მეთოდები და მევენახეობა-მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები გააცნეს. მსოფლიოში პირველმა მთამსვლელმა იშვიათი ქართული ვაზისგან დაყენებული ღვინოებიც დააგემოვნა.

„საქართველოში ჩამოსვლამდე გაგონილი მქონდა ქართული ღვინის შესახებ. როგორც კი მომეცა შესაძლებლობა, ჩამოვედი საქართველოში და გაოცებული დავრჩი. ამბობენ, ღვინო სათავეს სამხრეთ იტალიიდან იღებს. მე ვაყენებ ღვინოს და მჯერა, რომ ღვინო სათავეს საქართველოდან იღებს და აქედან გავრცელდა მთელს მსოფლიოში. თქვენს ქვეყანას დიდი პოტენციალი და ღვინის დიდი კულტურა აქვს. მე მჯერა, რომ ქართული ღვინო დაიპყრობს მსოფლიოს. მე მომწონს კლასიკური წითელი ღვინო, ზოგჯერ ვსვამ თეთრსაც, მაგრამ წითელი ღვინო არის ჩემი საყვარელი სასმელი, “ - აღნიშნა რეინოლდ მესნერმა.

რეინოლდ მესნერი საქართველოში მთის კურორტების პოტენციალის გასაცნობად ჩამოვიდა. მსოფლიოში ცნობილმა მთამსვლელმა 1980 წელს ევერესტი ჟანგბადის აპარატის გარეშე დაიპყო, ის პირველია, რომელმაც მარტომ გადაკვეთა ანტარქტიდა, გრენლადია და გობის უდაბნო. გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი წიგნი, რომელშიც თავის მოგზაურობასა და თავგადასავლებს აღწერს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42