ტერაქტი ნიცაში, 2016 წლის 14 ივლისს მოხდა. ბასტილიის აღსანიშნავ დღესასწაულზე შეკრებილ ადამიანთა შორის, რომლებიც ფოიერვერკებს უყურებდნენ, სატვირთო ავტომობილი შევარდა. თავდამსხმელმა ხალხის მისამართით გასროლაც მოასწრო.
ტერაქტს 85 ადამიანი ემსხვერპლა, 100-მდე კი დაშავდა. დაღუპულთა შორის 10 ბავშვია. ტერაქტის შედეგად დაღუპულთა შორის საფრანგეთის გარდა, ამერიკის, რუსეთის, შვეიცარიის, გერმანიისა და სომხეთის მოქალქეებიც იყვნენ.
პანიკისა და შეჯახების შემდეგ ინტერნეტში თვითმხილველების მიერ გადაღებული სისხლიანი კადრები გავრცელდა.პოლიციამ სატვირთოს მძღოლი ადგილზე მოკლა. მისი ავტომობილიდან კი ამოღებულია იარაღი და ხელყუმბარები.
თავდამსხმელი, რომელიც ნიცაში სატვირთო მანქანას მართავდა, მუჰამედ ლაჰუაეჯ ბუჰლელი იყო. ფრანგული მედიის ცნობით, თავდამსხმელი წარმოშობით ტუნისელი, 31 წლის ადგილობრივი მცხოვრები იყო, რომელიც ტერაქტამდე 9 საათის განმავლობაში სანაპიროზე იდგა და თავს ნაყინის გამყიდველად ასაღებდა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა ექსტრემისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
მასალის გამოყენების პირობები






