„მაკდონალდსი საქართველო“ ქუთაისის ცენტრში მეორე რესტორანს ხსნის
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:03, 13 Jul, 2017     2238
18-წლიანი წარმატებული მოღვაწეობის შემდეგ, ყველაზე პოპულარული სარესტორნო გლობალური ქსელი — „მაკდონალდსი“ საქართველოს რეგიონებში გაფართოებას აგრძელებს: კომპანიის რუკას, რომელიც საქართველოს 5 ქალაქში 11 რესტორანს აერთიანებს, ქუთაისის კიდევ ერთი რესტორანი უერთდება: 14 ივლისს, 15:00 საათზე, აღმაშენებლის მოედნის #1-ში რიგით მეორე „მაკდონალდსი“ იხსნება.

„მაკდონალდსის“ ახალი რესტორნის პროექტის შემუშავების პროცესში გერმანელ და ავსტრიელ არქიტექტორებთან ერთად ადგილობრივი მერიის წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულები. რესტორნის დიზაინი და პროექტის შესრულება ავსტრიულ კომპანია Schloffer-ს ეკუთვნის, სამზარეულო კი შვეიცარიული კომპანია Franke-ს დანადგარებით აღიჭურვა. ახალი რესტორანი სტანდარტულზე დიდი ზომისაა და სტუმრების დარბაზებთან ერთად, დაბადების დღის და ბავშვებისთვის განკუთვნილ ოთახებსაც აერთიანებს. რესტორნის ინფრასტრუქტურა თავიდან ბოლომდე შშმ პირებზეა ადაპტირებული, მისი მშენებლობისთვის გამოყენებული ეკოლოგიურად სუფთა, 100%-ით ბუნებრივი სამშენებლო მასალები კი სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს.

„მაკდონალდსის“ რესტორნის მასშტაბურობას მისი განსხვავებული ფუნქციური დატვირთვაც განაპირობებს: ნაგებობაში დასავლეთ საქართველოს რეგიონზე გათვლილი გადამზადების ცენტრი განთავსდება, რომელიც ქუთაისის, ბათუმის და ზუგდიდის ობიექტების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე იმუშავებს. სწორედ უპრეცედენტო მასშტაბის გამო, ქუთაისის მეორე „მაკდონალდსს“ გაორმაგებული ინვესტიცია მოხმარდა, რაც 6 171 000 ლარს შეადგენს. დღეისთვის მაკდონალდსის ქსელში საქართველოს მასშტაბით 876 ახალგაზრდაა დასაქმებული, რომელთა საშუალო ასაკი 20-22 წელია. კომპანიის მიერ გახსნის დღიდან საქართველოს ბიუჯეტში შენატანები 67 106 418 ლარს შეადგენს.

რესტორნის ოფიციალური გახსნის ცერემონია და პრესკონფერენცია 15:00 საათზე გაიმართება, რომელსაც მთავრობის, ამერიკული საინვესტიციო კომპანია OPIC-ის და „მაკდონალდსის“ წარმომადგენლები დაესწრებიან. ახალი რესტორნის მნიშვნელობაზე და სამომავლო გეგმებზე „მაკდონალდს საქართველოს“ პრეზიტენტი — ბნ-ი თემურ ჭყონია, OPIC-ის დირექტორი — კენეტ ენჯელი, „მაკდონალდსის“ გენერალური დირექტორი —თენგიზ კაპანაძე და ქუთაისის მერი — შოთა მურღულია ისაუბრებენ. ახალი რესტორნის გახსნასთან დაკავშირებით, დავით აღმაშენებლის მოედანზე, 18:30-ზე ნიაზ დიასამიძე და ჯგუფ „33ა“ კონცერტს გამართავენ, რომელიც გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდება.

„მაკდონალდსი“ რესტორნების წამყვანი გლობალური ქსელია, რომელიც მსოფლიოს 119 ქვეყანაში ოპერირებს და ყოველდღიურად დაახლოებით 68 მილიონ ადამიანს ემსახურება. საქართველოში „მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა და მას შემდეგ სხვადასხვა რეგიონში გეგმაზომიერად ფართოვდება: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და რუსთავში მთლიანობაში 12 ობიექტს მოიცავს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42