დადაევი სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.
გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით მას ჩამოერთვა ლეიტენანტის წოდება და 100 000 რუბლის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.
დანარჩენ ოთხ ბრალდებულს - ანზორ გუბაშევს, შადიდ გუბაშევს, ტემირლან ესკერხანოვსა და ჰაზმატ ბახაევს ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობისთვის 11-იდან 19 წლამდე პატიმრობა მიესაჯათ. განაჩენი ძალაში 10 დღეში შევა, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მხარე არ გაასაჩივრებს.
სასამართლოს განაჩენში ნათქვამია, რომ დადაევმა მკვლელობა აღიარა. თუმცა, სასამართლო დარბაზში განაჩენის გამოცხადების შემდეგ, დაევმა განაცხადა: „ მე დამნაშავე არ ვარ. ალაჰის ნებით, მე თავს არ დავუხრი არც პროკურატურას, არც გამომძიებლებს, არც ფე-ეს-ბეს.“
განაჩენის თანახმად, ზაურ დადაევმა , 2015 წლის 27 თებრვალს , ბორის ნემცემს მინიმუმ 6-ჯერ ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ორგანიზებული მკლველობისთვის სისხლის სამართლის საქმე აღძრული იყო ვესლან შავანოვის წინააღმდეგაც, რომელიც ზემოთ აღნიშნულ პირებს ეხმარებოდა, მათ შორის იარაღის შეძენაში. შავანოვი, 2015 წლის 7 მარტს, მიდი დაპატიმრების მცდელობისას დაიღუპა.
რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი, 27 თებერვალს კრემლთან ახლოს ხიდზე მოკლეს. პოლიციამ, მკვლელობაში ეჭვმიტანილი 5 ადამიანი დააკავა. ერთერთმა ეჭვმიტანილმა, ზაურ დადაევმა აღიარებითი ჩვენებაც მისცა და განაცხდა, რომ ნემცოვი მუჰამედ წინასწარმეტყველის შესახებ ნეგატიური განცხადებების გაკეთებისა და "შარლი ებდო-ს" კარიკატურების მხარდაჭერის გამო მოკლა. მოგვიანებით, მან ჩვენება შეცვალა, დანაშაული უარყო და განაცხადა, რომ წინასწარ გამზადებულ ჩვენებაზე ხელის მოწერა აიძულეს.
გამოძიების თანახმად, 2015 წლის 27 თებერვალს, დილით 11 საათიდან საღამომდე დადაევი, გუბაშევი და შავანოვი ნემცოვს უთვალთვალებდნენ.
„დაახლოებით, საღამოს 10 საათისთვის, როდესაც ნემცოვი მის მეგობარ ანა დურიცკაიასთან ერთად წითელ მოედანზე გამოვიდა, შავანოვმა და გუბაშვემა დადაევს სიგნალი მისცეს. 23 საათსა და 31 წუთზე კი დადაევმა ნემცოვის მიმართულებით 6 გასროლა განახორციელა“ - ნათქვამია დასკვნაში.
მასალის გამოყენების პირობები






