ერთ დღეში შეცვლილი ცხოვრება: 5 შვილიანმა წყვილმა მომაკვდავი მეზობლის 3 ბავშვი იშვილა
ეს საინტერესოა - 12:19, 13 Jul, 2017     31166
თიშა ბოშემინი, ამერიკაში, ნიუ ჯერსიში მეუღლესა და 5 შვილთან ერთად ცხოვრობდა.


მათი ეკონომიკური მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელო იყო, თუმცა ბედს მაინც არ უჩიოდა.

ერთელაც მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.

მისმა მეზობელმა ოდრი დ-ს სასწრაფო სამედიცინო გამოკლვევა დასჭირდა და თიშას, მისი სამი ბავშვის რამდენიმე საათით მიხედვა სთხოვა. მიუხედავად იმისა, რომ მეზობლებს ახლო ურთიერთობა არ ჰქონდათ, თიშა დათანხმდა.

საავადმყოფოდან დაბრუნებულმა ოდრიმ თიშას აცნობა, რომ პანკრეასის მეორე სტადია აღმოაჩნდა. ამ მომენტიდან თიშა ოდრის გვერდიდან არ მოშორებია. მიუხედავად იმისა, რომ ოდრის ნათესავები მზრუნველობას არ აკლებდნენ, თიშა მასთან ყოველ დღე მიდიოდა, საავადმყოფოში პროცედურებზე დაჰყვებოდა და დაავადებასთან ბრძოლაში ეხმარებოდა.

თუმცა, ოდრის მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა. ძალიან დაუძლურდა. ერთ საღამოსაც , როდესაც თიშა წამლების მიღებაში ეხმარებოდა , სთხოვა, მისი გარდაცვალების შემდეგ, მის სამ შვილზე ეზრუნა. სამწუხაროდ, ოდრი კიბოს ემსხვერპლა.

თიშას ბევრი არც უფიქრია, მეუღლეს ჩანაფიქრი გაანდო და გადაწყვიტეს, უდედოდ დარჩენილი სამივე ბავშვი ეშვილებინათ.

თიშამ და მისმა მეუღლემ 8 ბავშვზე ზრუნვა დაიწყეს, მიუხედავად იმისა, რომ არც სახლი ჰყოფნიდათ და არც მატერიალურად ულხინდათ, 8-ვე ბავშვზე ერთნაირად ზრუნავდნენ.

ერთ დღესაც, მათ სახლში ადგილობრივი ტელევიზია მივიდა და ოჯახის ცხოვრება სრულიად თავდაყირა დააყენა.

ოჯახს განუცხადეს, რომ მათ რამდენიმე დღე სასტუმროში უნდა გაეტარებინათ , რადგან მათი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობა იწყებოდა.

რეალურად კი ყველაფერი სხვაგვარად იყო. როგორც აღმოჩნდა, ოჯახის შესახებ ინფორმაციამ ადგილობრივ ხელისუფლებამდე მიაღწია და ოჯახისთვის სიურპრიზის გაკეთება გადაწყვიტა.

რამდენიმე დღის შემდეგ სახლში დაბრუნებულმა თვალებს არ დაუჯერეს - მათი სახლი რადიკალურად იყო შეცვლილი, გადაკეთებული, გარემონტებული, კეთილმოწყობილი, ახალი ავეჯითა და ტექნიკით მოწყობილი.

ამავდროულად, თიშას ვაუჩერი გადასცეს, რომელიც მისთვის ადგილობრივმა სუპერმარკეტების ქსელმა გამოყო და ერთი წლის განმავლობაში უფასო პროდუქციას ითვალისწინებს.















ეს ისტორია კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ სიკეთე და თანადგომა არასოდეს იკარგება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42