ამის შესახებ ტრამპმა CBN-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„ჰილარის რომ გაემარჯვა, ჩვენი არმიისგან არაფერი დარჩებოდა. ელექტროენერგია კი იქნებოდა უფრო ძვირი. აი , რა არ მოსწონს პუტინს ჩემში. პრეზიდენტობის პირველივე დღიდან მე ძლიერი შეიარაღებული ძალებისთვის ვიბრძვი. ამიტომ ვსვამ კითხვას“ რაში აწყობდა პუტინს ჩემი გამარჯვება“ - განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს G20-ის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ. ეს მათი პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო.
ტრამპის თქმით, მათ განსხვავებული მიზნები გააჩნიათ, რადგან პუტინი რუსეთის ინტერესებისთვის, ტრამპი კი აშშ-ის ინტერესებისთვის მუშაობს.
„მას რუსეთისთვის სურს კარგი, მე კი შეერთებული შტატებისთვის. თუმცა, შეგვიძლია შევთანხმდეთ, მაგალითად სირიის საკითხზე, ცეცხლის შეწყვეტასა და სხვა შემთხვევებზე“ - განაცხადა ტრამპმა.
ამჟამად, FBI და აშშ-ის კონგრესი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საკითხს სწავლობს.
საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებისთანავე, გაჩნდა ბრალდებები, რომ სავარაუდოდ, მისი საარჩევნო შტაბი რუსეთთან თანამშრომლობდა.
დონალდ ტრამპმა აღნიშნული ფაქტი არაერთხელ უარყოფს. აშშ-ის არჩევნებში ჩარევის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს ოფიციალური მოსკოვიც.
მასალის გამოყენების პირობები






