„თალიბების“ სახელით გავრცელებული ვიდეოკლიპები Wi-Fi-თ არის ატვირთული
საზოგადოება - 16:02, 20 Jun, 2013     1238


"ვინც ეს ჩაიდინა, კარგად ერკვეოდა ტექნიკურ საკითხებში, მაგალითად, როგორ შეიძლებოდა, გაერთულებინა შემდგომში მისი პოვნა. Wi-Fi–სერთი IP–მისამართი არ აქვს და ქუჩაშიც კი შეიძლება, გამოიყენო. ეს ვიდეოები სწორედ Wi-Fi-თი იყო ატვირთული, რომელიც იყო ღია და ხელმისაწვდომი. შესაბამისად, მთელი რიგი პროცედურებია გასატარებელი, ძალიან ბევრია სამუშაო. რა თქმა უნდა, არის ბევრი საშუალება, რომ ეს ყველაფერი დააფიქსირო, მაგრამ ამას სჭირდება ძალიან სერიოზული სპეციალისტები. ამიტომ შინაგან სამქეთა სამინისტრომ არ დააყოვნა და ისინი საქმეში ჩართო. ის, რომ ეს თალიბების მიერაა გაკეთებული, თითქმის გამორიცხულია. პირადად ჩემთვის ეს "ნაციონალური მოძრაობის" კლიპს წააგავდა, მიშა ყველგან იყო გმირი, მსხვერპლს წარმოადგენდა და გამოყვანილი იყო, როგორც გმირი, "აღნიშნული ვიდეორგოლები იმდენად მაღალი დონის პროფესიონალის მიერაა განთავსებული, რომ არ არის გამორიცხული, მისი გამავრცელებელი შინაგან საქმეთა სამინისტროს ტექნიკურ–ოპერატიული გამოძიების რესურსებს კარგად იცნობდეს. მე ერთ–ერთ გამოსვლაში ვთქვი, რომ დადგენილია IP მისამართი. ეს არის ძალიან რთული პროცესი. საქმე გვაქვს კიბერ–დანაშაულთან, რომელიც 21–ე საუკუნის უმთავრესი ერთ–ერთი სერიოზული გამოწვევა. შესაბამისად, იმის თქმა, რომ რაკი IP მისამართი დადგენილია, ძალიან მარტივია დამნაშავის დაკავება, პრიმიტიული და ძალიან სასაცილოა. გამოძიება რამდენიმე ვერსიას ამუშავებს, თუმცა მე მაქვს სერიოზული ეჭვი, რომ ეს გაკეთებულია პროფესიონალების მიერ, რომლებმაც კარგად იცოდნენ, თუ როგორ უნდა გაეკეთებინათ რამდენიმე ალიბი და რისკები გადაეფარათ. პირდაპირ გეტყვით: ერთ–ერთ ვერსიად განვიხილავთ იმას, რომ ეს შეიძლება, გაკეთებული იყოს იმ ადამიანის მიერ, რომელმაც ძალიან კარგად იცის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტექნიკურ–ოპერატიული საგამოძიებო საშუალებები და რესურსები. შესაბამისად, მას ძალიან ჭკვიანურად აქვს ნამუშევარი და სათანადოდ აქვს გადაფარული რისკები. ამ საქმის გამოძიებაში აქტიურად გვეხმარება აშშ–ის მთავრობა, კერძოდ, ფედერალური საგამოძიებო ბიურო და დიდი იმედი მაქვს, ამ საქმეს გავხსნით. თუმცა კიდევ ვიმეორებ, კიბერ–დანაშაული 21–ე საუკუნის ერთ–ერთი რთული დანაშაულია და არ გეგონოთ, რომ ვინაიდან IP მისამართი დადგენილია, მარტივი იქნება დამნაშავის დაკავება. კვალის არევის მიზნით რამდენიმე IP მისამართის გადათამაშებაც შეიძლება", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42