„ამ მოვლენას ბოლო რამდენიმე თვეა ველოდებოდით და მაინც, ძალიან გაკვირვებულები ვართ, რომ ყინულის რამდენიმე კილომეტრი ამდენი ხანი მოწყვეტისგან დაცვას ახერხებდა “ - განაცხადა მკვლევარმა ედრიან ლაქმენმა.
მისივე თქმით, ყინულის მასა ტრილიონ ტონას შეადგენს , მისი ფართობი კი უელსის ტოლია.
სპეციალისტები ჯერჯერობით ვერ პროგნოზირებენ, რა შეიძლება მოჰყვეს გიგანტური აისბერგის მოწყვეტას. თუმცა, ვარაუდობენ, რომ აისბერგი რამდენიმე ნაწილად გაიყოფა. მეცნიერების თქმით, ის შესაძლოა, ამ მდგომარეობაშიც დარჩეს ათწლეულების განმავლობაში, ან დაიშალოს და ფრაგმენტების ნაწილი ჩრდილოეთით, თბილ წყლებში გაიფანტოს.
მეცნიერების თქმით, აისბერგის მოწყვეტა ზღვის დონეზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს, რადგან ის ბუნებრივად მოწყდა და მოწყვეტის პროცესში უკვე წყალში იმყოფებოდა. ასე რომ შესაძლოა, დაუჯერებლად გეჩვენებათ, მაგრამ ეს ადამიანის საქმიანობით გამოწვეულ კლიმატის ცვლილებასთან კავშირში არ არის.
ლარსენი , ანტარქტიდის უკიდურესად ჩრდილოეთით მდებარე ერთერთი ყველაზე დიდი მყინვარია. მისგან აისბერგის მოწყვეტის პროცესს ნასას MIDAS-ის ჯგუფი 2011 წლიდან აკვირდებოდა.




მასალის გამოყენების პირობები






