ამის შესახებ პაიჭაძემ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, ჟურნალისტებისა და არასამთავრობო სექტორის შეხვედრის დატოვების შემდეგ განაცხადა.
პაიჭაძესთან ერთად შეხვედრა პროტესტის ნიშნად ეკა კვესიტაძემაც დატოვა.
პაიჭაძის თქმით, შეხვედრის დასაწყისში მინისტრმა გააკეთა მოკლედ განმარტება და თქვა, რომ თუ ვინმე კადრების ნახვას ვერ გაუძლებდა, შეეძლო შეხვედრა დაეტოვებინა.
"მან თქვა, რომ მასში მონაწილე პირთა იდენტიფიცირება იყო შეუძლებელი და რომ კადრები დაფარული იყო. მე ვითხოვე, რომ უფრო მეტი განმარტება მოეცა დაფარულობასთან დაკავშირებით, შეიძლება, სახე ყოფილიყო დაფარაული, თუმცა მასში გამოჩენილიყო სახე, სხეულის მოხაზულობა, თმები, შეიძლება, ადამიანი ამბობდა თავის გვარს ან ოჯახის წევრებს ასახელებდა. თუ ეს ასე იყო, მე მასში მონაწილეობას ვერ მივიღებდი, რადგან კანონი იცავს მოქალაქეს განსაკუთრებული კატეგორიის ინფორმაციის გახმაურებისგან და მე არ მინდოდა აღმოვჩენილიყავი ამ გახმაურების უნებლიე მოწმე. ამის პასუხად მივიღე, რომ უმჯობესი იქნებოდა ამით 9 წლის განმავლობაში დავინტერესებულიყავი. 9 წლის ხსენებას მქუხარე ტაში მოჰყვა. მე მას ვუთხარი, რომ ის აზრზე არ არის, რას ვაკეთებდი 9 წელი. შეხვედრა დავტოვე. ძალიან მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ეკას და ცოტა დააკლდა ფიზიკურსაც", - განაცხადა პაიჭაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






