პირველკლასელის სტრესები
საზოგადოება - 13:40, 29 Oct, 2012     477




ბრიტანელი მეცნიერების ჰოულმზისა და რეიხის გამოკვლევაში სტრესის შკალაც კი არის წარმოდგენილი, რომელზეც ადამიანის დაძაბულობა ამა თუ იმ სიტუაციაში 1-დან 100-მდე ქულით იზომება. ასე მაგალითად, ნებისმიერი წარმატება ამ შკალით, ადამიანს 26 ქულა „უჯდება“, შვებულება - 13 ქულა, კანონის უმნიშვნელო დარღვევა (მაგალითად, წითელზე ქუჩის გადაკვეთა) – 11 ქულა. 100 ქულა – მეუღლის დაკარგვა და, ძალის მიხედვით, მაქსიმალური სტრესია.

მაშ, რა „ღირს“ სკოლაში მისვლა? თურმე პირველკლასელს ეს 26 ქულა უჯდება, გაცილებით მეტი, ვიდრე ბინის შეცვლა, დიდი ვალი ან სამსახურეობრივი პრობლემები ჯდება. 6-7 წლის ბავშვისთვის ასეთი დაძაბულობის გაძლება, რა თქმა უნდა, არ არის ადვილი და მშობლის აქტიური მონაწილეობა ხდება საჭირო.

არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც სტრესის ხანგრძლივობასა და სიღრმეზე მოქმედებენ:

1. სკოლის წესები და ტრადიციები
სწავლის დაწყებიდან პირველი ორი კვირის მანძილზე მასწავლებლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა პირველკლასელებისთვის სკოლის გაცნობა, წესების ახსნა და სხვადასხვა სართულზე ექსკურსისის მოწყობაა. არაფერი გამოვა მოთმინების გარეშე, რადგან პატარებს მაშინვე ყველაფერი არ გამოუვათ. ცხადია, რომ მკაცრი, ემოციურად ხისტი და ცივი პედაგოგი ადაპტაციის პროცესს ართულებს. მასწავლებელს უნდა ესმოდეს და ახსოვდეს, რომ ჯერ კიდევ გუშინ მისი მოსწავლეები საბავშვო ბაღში დადიოდნენ და ახალი პირობების შესაგუებლად დრო სჭირდებათ. თუ ხედავთ, რომ სკოლაში ამ პროცესისადმი ყურადღება ნაკლებია, თავად მიხედეთ საქმეს. დახატეთ სკოლის გეგმა ბავშვთან ერთად - აღნიშნეთ მასზე კლასი, საპირფარეში, სასადილო, ფიზკულტურის დარბაზი. თამაშ-თამაშში აამბობინეთ, როგორ უნდა მივიდეს სასადილოდან სამასწავლებლომდე და ა.შ. დასვით სათამაშოები და შესთავაზეთ ბავშვს მასწავლებლობანა ითამაშოს - ასწავლოს თოჯინებს და დათუნიებს წერა-კითხვა და გაითამაშოს სკოლაში მიღებული შთაბეჭდილებები.

ინტუიცია მიგახვედრებთ, როგორ გაუადვილოთ პატარას შეგუების პროცესი და დაამშვიდოთ მისი განცდები.

2. საშინაო გარემო
რაც ნაკლები ცვლილება და კატაკლიზმები მოხდება ბავშვის ცხოვრებაში სკოლაში შესვლის დროს, მით უკეთესი. თუ მშობლები ერთმანეთს შორდებიან, ოჯახი სხვა ბინაში გადადის, სტუმრად ვინმე დიდი ხნით ჩამოდის, ეს ყველაფერი უკვე არსებულ დაძაბულობას ემატება და რამდენიმეჯერ აძლიერებს.

ბავშვზე არანაკლებ დესტრუქციულად მოქმედებს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პარალელურად მუსიკალურ სასწავლებელსა და სპორტულს სკოლაში შესვლა. პირველკლასელს ისეთი ”თავშესაფარი” სჭირდება, სადაც ყველაფერი ”ძველებურად” გასაგები და მარტივი იქნება. ამიტომ ფსიქოლოგები გვირჩევენ, სკოლაში შესვლიდან ნახევარი წლის მანძილზე დღის რეჟიმში არც სახლში შევცვალოთ რამე. ოჯახთან პატარა თავს დაცულად უნდა გრძნობდეს.

3. პატარას ნერვული სისტემის თავისებურებები
თუ ბავშვი ისედაც გამოირჩევა შფოთიანობით და მრელვარებით, მისთვის ძალიან ძნელია სკოლაში ადაპტირება. გულთან ძალიან ახლოს მიაქვს მასწავლებლის და თანატოლების შენიშვნები, ეშინია არასწორი პასუხის.

მუდმივი დაძაბულობის ფონზე შესაძლოა მადა დაკარგოს, უძილობა და სკოლის შიში დასჩემდეს, გულის რევის შეგრძნებამ ან მუცლის ტკივილმა შეაწუხოს. განწყობის რეგულირებისა და ფიზიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა მარგებელი საბავშვო პრეპარატი არსებობს, ამიტომ ნუ დაიზარებთ და მიმართეთ ნევროლოგს. დამშვიდებული ბავშვი ახალ ინფორმაციას უფრო ადვილად ითვისებს - არაფერი გაუფანტავს ყურადღებას და სიხარულით ისწავლის, თქვენი ნერვები და დროც დაიზოგება.

 





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42