HBO-მ პრინცესა დაიანას შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პირველი ტრეილერი გაავრცელა.
''დაიანა, დედაჩვენი: მისი ცხოვრება და მემკვიდრეობა'' - ასე ჰქვია დოკუმენტურ ფილმს, რომელიც ლედი დის გარდაცვალებიდან ოცი წლის თავზე გამოვა.
ფილმი, პრინცესა დაიანას ახლობელი ადამიანების ინტერვიუებზე არის აგებული, რომელთა დიდი ნაწილი ლედი დის შვილების - კემბრიჯის ჰერცოგ უილიამისა და პრინცი ჰარის საუბრები იქნება.
პრინცები დედის გარდაცვალებაზე და ამ ტრაგედიით გამოწვეულ სირთულეეებზე ამ დრომდე არ საუბრობდნენ. მათი გულახდილი საუბრები მხოლოდ რამდენიმე თვის წინ გავრცელდა.
ცნობილია ასევე ისიც, რომ პრინცი ჰარისა და უილიამის ინიციატივით კი კენსინგტონის სასახლის ბაღში პრინცესა დაიანას მემორიალური ძეგლი დაიდგმება. სულ მალე კი Feud-ის მეორე ნაწილი გამოვა. სერიალის მეორე სეზონი, პინცესა დაიანას ცხოვრებას შეეხება.
პრინცესა დაიანას 1 ივლისს 56 წელი შეუსრულდებოდა. პრინცმა ჰარიმ და უილიამმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს დედის მნიშვნელობა, მისი დანაკარგით გამოწვეული ტკივილის შესახებ.
შეგახსენებთ, პრინცესა დაიანა, 36 წლის ასაკში, პარიზში, 1997 წლის 31 აგვისტოს ავტოკატასტროფას ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები






