მისი თქმით, მას შედმეგ რაც საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ღიად განაცხადა, მუდმივი ბულინგის მსხვერპლი გახდა. ჯაჰედი განდევნეს ადგილობრივი მეჩეთიდანაც.
2-წლიანი დევნისა და შეურაცხყოფის შემდეგ, 2015 წელს, ჯაჰედმა თავის მოკვლა გადაწყვიტა, თუმცა გადაიფიქრა და დარლასტონში, ერთერთი სკვერში, სკამზე განმარტოვდა. სწორედ, მაშინ გაიცნო 19 წლის შონ როგანი.
გაცნობიდან მალევე მიხვდნენ, რომ ერთად ყოფნა სურდათ და ერთად ცხოვრება დაიწყეს. ახლა კი იქორწინეს.
ქორწილში, წყვილი ტრადიციულ ბანგლადეშურ სამოსში იყო შემოსილი.
წყვილის თქმით, მათი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ ბევრჯერ აღმოჩენილა.
„გვინდა, მთელ მსოფლიოს დავანახოთ, შეიძლება, იყო გეი და თან იყო მუსლიმი“ - ამბობს ჯაჰედი.
ტრადიციულ, ბანგლადეშურ ოჯახში აღზრდილი ჯაჰედი ამბობს, რომ საკუთარ ოკახის წევრებთან თავს ისე გრძნობდა, როგორც „შავი ცხვარი.“




მასალის გამოყენების პირობები






