ფიშერი, რომელიც ვაშინგტონის ერთერთ საშუალო სკოლაში სწავლობს, ჟურნალისტიკითა და ქვეყნის საშინაო პოლიტიკით არის დაინტერესებული.
The Washington Post-ში გამოქვეყნებულ ფოტოზე, ბიჭის ყურადღება მეტისის პირადი მცველის საქაღალდემ მიიქცია. ერთერთ დოკუმენტზე სტიკერი იყო დაკრული. ფიშერის თქმით, ფოტო გაადიდა და აშშ-ის თვდაცვის მინისტრის სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი ამოიკითხა.
ტედმა მინისტრს სმს მისწერე :
„შეგიძლიათ, ინტერვიუ მომცეთ. თქვენმა პირადმა ნომერმა გაჟონა და ის ამერიკელებისთვის ხელმისაწვდომია. კარგ დღეს გისურვებთ!“
აშშ-ის თავდაცვის მინისტრიც შეთავაზებას დათანხმდა.
„ყოველთვის ვცდილობ ახალგაზრდებს დავეხმარო, თავს ვალდებულად ვთვლი მათ გამოცდილება გავუზიარო, რათა ის შეცდომები აიცილონ თავიდან, რაც ჩვენ დაგვიშვია“ - განაცხადა მეტისმა ტედსაც ინტერვიუში.
პენტაგონის უფროსმა და ამერიკელმა სკოლის მოსწავლემ საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს, მათ შორის, ჰილარი კლინტონის გავლენა ბარაკ ობამაზე, ასევე ავღანელი, სირიელი და ერაყელი ბავშვების სწავლისთვის თანხების გამოყოფის საკითხი.
მასალის გამოყენების პირობები






