ამის შესახებ ერაყული არხი Al Sumaria ერაყის ქალაქ ნინევიაში მყოფ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. წყაროს თქმით, ჯიჰადისტებმა უკვე აირჩიეს ახალი ლიდერი.
11 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, ISIS-ის ლიდერის ლიკვიდირება საერთაშორისო კოალიციის ავიაიერიშებით განხორციელდა. 16 ივნისს კი რუსეთის თავდაცვის სამინისტრო განაცხადა, რომ ალ-ბაღდადი სირიის ქალაქ რაქაში, რუსეთის ავიაიერიშებს ემსხვერპლა.
ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდეც რამდენჯერმე გავრცელდა. „უხილავ შეიხზე“ აშშ რამდენიმე წელია ნადირობს, თუმცა მისი ცხოვრების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი.
დასავლური მედია, ალ -ბაღდადის შემცვლევად აიად ალ-ობაიდის ან აიად ალ-ჯუმაილის განიხილავს. ორივე სამხედრო, სანამ ჰუსეინის ერაყის ყოფილი არმიის ოფიცრები იყვნენ.
ალ-ობაიდი, რომელიც ამჟამად დაახლოებით 50 წლისაა, ტერორისტების სამხედრო მინისტრია, ხოლო ალ-ჯუმაილი, თავდაცვის სფეროს ხელმძღვანელია.
მასალის გამოყენების პირობები






