ახმეტის მუნიციპალიტეტში ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელება დაიწყო
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:27, 11 Jul, 2017     1614
ახმეტის მუნიციპალიტეტში ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელება დაიწყო. ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „რუკა მაპინგი“ პროგრამის ფარგლებში უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით ვენახების ორთოფოტოების გადაღებას ახორციელებს, რის საფუძველზეც შემდგომში მომზადდება საკადასტრო რუკები, ალფანუმერული ინფორმაცია მევენახეებისა და ვენახების შესახებ, ჯიშებისა და სხვა მახასიათებლების ჩათვლით.

ვენახების საკადასტრო სისტემა წარმოადგენს ვენახების ფართობების, გაშენებული ჯიშებისა და სხვა მონაცემების ერთობლიობას, რომლითაც იდენტიფიცირდებიან ღვინის წარმოების სფეროში დასაქმებული მევენახები და მწარმოებლები.

“საქართველოში ანალოგიური სისტემა აქამდე არ არსებობდა. კადასტრის სისტემა ეფექტურად მუშაობს ევროკავშირის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მევენახეობა-მეღვინეობაა განვითარებული. საკადასტრო ბაზის არსებობა აუცილებელია ვენახების აღრიცხვიანობის მოსაწესრიგებლად, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში გადაწყვეტილებების მისაღებად, რთველის პროცესის სწორად დასაგეგმად, ღვინის წარმოებისა და მისი მოძრაობის მონიტორინგისთვის, ზოგადად მევენახეობა-მეღვინეობის სფეროს რეგულირებისათვის“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა.

მისი თქმით, კადასტრის პროგრამა ღვინის კომპანიებს დაეხმარება სანედლეულო ბაზის პროგნოზირებასა და პროდუქციის სიმძლავრეების წინასწარ დაგეგმვაში, რომელიც პირდაპირ აისახება კომპანიების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მევენახეებს გაუადვილდებათ კომუნიკაცია ღვინის კომპანიებთან, გამარტივდება ყურძნის მოსავლის პროგნოზირება და ჩაბარების პროცესი, გაჩნდება ღვინის წარმოების ზუსტი სტატისტიკა, რომლითაც შესაძლებელი გახდება დარგის ეფექტური მართვა.

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ვენახების უწყებრივი კადასტრის პროგრამის განხორციელება 2014 წელს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან დაიწყო. 2015-16 წლებში კადასტრის პროგრამა თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში განხორციელდა. პროგრამა ეტაპობრივად მოიცავს კახეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42