მათი ქორწინების დასრულების შესახებ ცნობები, 2015 წელს გავრცელდა. ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მოსიყვარულე და სანიმუშო ოჯახის დანგრევის ოფიციალურ მიზეზებზე განცხადებები არ გაკეთებულა, თუმცა გავრცელებული ცნობით, მიზეზი ბენ აფლეკის ღალატი გახდა, რომელმაც ჯენიფერს ბავშვების ძიძასთან უღალატა. თუმცა, როგორც გაირკვა, ეს აფლეკის პირველი ღალატი არ ყოფილა. თუმცა, წყვილმა მალევე გადაწყვიტა, თავიანთი ქორწინებისთვის მეორე შანსი მიეცა მაგრამ როგორც აღმოჩნდა მიუხედავად სურვილისა, მეორე შანსი უსაფუძვლო აღმოჩნდა, მიზეზიც ცხადი გახდა.
ბოლო რამდენიმე დღეა, დასავლური ტაბლოიდები ბენ აფლეკის ახალ რომანზე წერენ, ახლახან კი ამ ინფორმაციის დამდასტურებელი ფოტოებიც გავრცელდა.
44 წლის ბენ აფლეკი და ცნობილი ამერიკული გადაცემის “SNL”-ის პროდიუსერი , 37 წლის ლინდსი შუკუსი, იტალიაში, რომანტიულ ვახშამზე დააფიქსირეს. ეს სწორედ ის ლინდსია, რომელთანაც რომანი ბენ აფლეკს მაშინაც ჰქონდა, როდესაც ჯერ კიდევ ჯენიფერ გარნერზე იყო დაქორწინებული. გავრცელებული ცნობით, მაშინ, 2014 წელს მათი ურთიერთობა 3 თვეს გაგრძელდა. დაქორწინებული იყო შუკუსიც. როგორც ჩანს, წყვილმა ურთიერთობის გასაჯაროება გადაწყვიტა.



შეგახსენებთ, ჯენიფერ გარნერმა და ბენ აფლეკმა 2005 წელს იქორწინეს. ბენსა და ჯენიფერს 3 შვილი ჰყავთ: 11 წლის ვაიოლეტი, 8 წლის სერაფინა და 5 წლის სემუელი.
მას შემდეგ რაც ინტერნეტში ბენ აფლეკის ახალი რჩეულის ფოტოები გავრცელდა, სოციალურ ქსელში წერენ, რომ მასსა და ჯენიფერ გარნერს შორის მსგავსება აშკარად არის, თუმცა ჯენიფერ გარნერის თაყვანისმცემლები ერთხმად თანხმდებიან, რომ ის ლინდსიზე ბევრად ლამაზია.





მასალის გამოყენების პირობები






