ზესტაფონში ახალი პროფესიული კოლეჯი აშენდება
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:21, 10 Jul, 2017     1420
სამშენებლო სფეროს პროფესიონალი კადრებით შევსებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სამშენებლო პროფილის ახალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება აშენდება. ამ მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომპანია „m2 უძრავ ქონებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და m2-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ მოაწერეს. მემორანდუმის თანახმად, სამინისტროსა და m2-ის შვილობილ კომპანია BK Construction შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ახალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნებასა და განვითარებას გულისხმობს.

ახალი კოლეჯი, დუალური საგანმანათლებლო პროგრამებით წელიწადში 200-ზე მეტ სტუდენტს მოამზადებს და მსურველებს ასევე შესთავაზებს 20-ზე მეტ მოკლევადიან პროფესიულ კურსს საინჟინრო მიმართულებით. კოლეჯის ბაზაზე არსებული საერთო საცხოვრებელი სხვა მუნიციპალიტეტის მოსახლეობასაც უმასპინძლებს. სწავლება მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კურსს, რომელიც m2-ის ობიექტებზე ჩატარდება. კურსდამთავრებულთა დიდ ნაწილსაც m2 და მისი შვილობილი კომპანია BK Construction საკუთარ მშენებლობებზე დაასაქმებს.

პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში, გრძელდება რეგიონებში პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და საჯარო-კერძო პარტნიორობის ფორმატის გამოყენებით სწავლების ხარისხის გაუმჯობესება. განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობა, როგორც სამინისტროსთვის, ასევე „m2“-ისთვის, ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რადგან კომპანიის მიზანს საკუთარ პროექტებში მხოლოდ პროფესიონალების დასაქმება წარმოადგენს, რასაც ახალი პროფესიული კოლეჯის დაფუძნებაც შეუწყობს ხელს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42