ჰამბურგში, „დიდი ოცეულის“ სამიტი გაიმართა, რომლის მთავარ მოვლენად აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების პირველი შევხედრა გახდა.
სამიტიდან გავრცელდა ოფიციალური თუ არაოფიციალური კადრები.
რუსულმა მედიამ კი, სამიტი საკუთარი თვალით დაინახა და ფანტაზიის უნარიც მაშინვე ფოტოშოფით გამოამღავნა.
საქმე იმაშია, რომ ერთერთ რუსულ საიტზე G20-ზე გადაღებული ფოტო გავრცელდა. ფოტოს სიუჟეტი კი ასეთია : აშშ-ის , თურქეთის, მექსიკის პრზიდენტები, გერმანიის კანცლერი და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყურადღება რუსეთის პრეზიდენტისადმი არის მიმართული, რომელიც ლიდერებს შორის ზის. თუმცა, ეს არ იკმარეს და ანგელა მერკელის პიჯაკზე ე.წ. გეორგიევსკის ლენტაც დააბნიეს.
დასავლურმა ვებგვერდებმა მალევე გაავრცელეს ავთენტური ფოტო, რომლითაც ცხადია, რომ რეალურად , სკამი, რომელზეც თითქოს პუტინი ზის, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელს ეკუთვნის და უფრო მეტიც, საერთოდ ცარიელია.


მასალის გამოყენების პირობები






