რწყვის სეზონის აქტიურ ფაზაში შესვლის გამო, საქართველოს მელიორაცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:23, 09 Jul, 2017     1994
„საქართველოს მელიორაციაში“ მიმდინარე სტრუქტურულ რეფორმებზე ისაუბრა კომპანიის დირექტორმა, არჩილ ბუკიამ გორში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც კომპანიის რეგიონულ წარმომადგენლებთან ერთად, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

როგორც არჩილ ბუკიამ შეხვედრაზე განაცხადა, კომპანიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხორციელდება უფლებამოსილებათა დეცენტრალიზაციის მიმართულებით, რაც სერვისცენტრების ფუნქციური დატვირთვის გაზრდას და შედეგად, აბონენტთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას გულისხმობს. ამავე დროს, მნიშვნელოვნად გაძლიერდება მონიტორინგის სისტემა, რომელიც სარწყავი წყლის უკანონო მოხმარების გამოვლენას უფრო ოპერატიულს და ეფექტიანს გახდის.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რწყვის სეზონის აქტიურ ფაზაში შესვლასთან დაკავშირებით, საქართველოს მელიორაცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, რეგიონებში შეიქმნა საკოორდინაციო შტაბები, რომელიც კოორდინაციას გაუწევს რწყვის პროცესს. შტაბებში თავს მოიყრის სრული ინფორმაცია, რომლის დამუშვებისა და ანალიზის შემდეგ, ოპერატიულად გადაწყდება სარწყავი წყლის განაწილებისა და მის ეფექტიანი მოხმარების საკითხები.

ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მსურველს საშუალება ეძლევა დამატებითი ინფორმაცია მიიღოს რწყვის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

ცხელი ხაზის ნომერია: 15 01

ანალოგიურ შეხვედრებს „საქართველოს მელიორაციის“ ხელმძღვანელები ქვეყნის ყველა რეგიონში გამართავენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42