შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე გადაღებული ფოტოები ინტერნეტში გავრცელდა. ინტერნეტში გავრცელდა ასევე, ვლადიმირ პუტინისა და აშშ-ის პირველი ლედის ფოტოებიც გავრცლდა. ერთმანეთის გვერდით ისხდნენ პუტინი და მელანია, სამიტის ფარგლებში გამართულ ვახშამზე.
თვითერზე ხუმრობენ, რომ ვლადიმირ პუტინი მელანია ტრამპის ნახვას უფრო ელოდა, ვიდრე აშშ-ის პრეზიდენტის, ემოციაც ვერ დამალა და საკმაოდ დიდხანს ესაუბრა კიდეც, რითაც, თვითერის მომხმარებლებმა პუტინი-ტრამპების შეხვედრა, კიდევ ერთხელ შეადარეს ამერიკული ტელესერიალსს „ბანქოს სახლს“ (House of Cards), რომელშიც რუსეთის პრეზიდენტს ვიქტორ პეტროვსა და აშშ-ის პირველ ლედის კლერ ანდერვუდს, ძალიან საინტერესო ურთიერთობა აქვთ.






უფრო ადრე კი, ტრამპისა და პუტინის დონალდ ტრამპისა და პუტინის ხელის ჩამორთმევის მომენტი, House of Cards-ის მაყურებლებმა, სერიალში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების - ფრენკ ანდერვუდისა და ვიქტორ პეტროვის ხელის ჩამორთმევას შეადარეს.
მსგავსება კი ნამდვილად არის. თუკი ფოტოებს დააკვირდებით, ტრამპი ისევე იცინის როგორც ფრენსისი, პუტინს კი პეტროვის მსგავსი სახის გამომეტყველება აქვს.

მასალის გამოყენების პირობები






