ხელის ჩამორთმევისას ორივე ლიდერი „მეგობრულად იღიმოდა,“ თუმცა, ყველაზე საინტერესო ტრამპის მარცხენა ხელი აღმოჩნდა.
„ამას შესაძლოა, ბევრი მნიშვნელობა ჰქონდეს.“ - აცხადებს სხეულის ენის ექსპერტი. “თუნდაც იმას, რომ „მე შენ გაკონტროლებ.“
ტრადიციული ხელის ჩამორთმევისას კი ტრამპმა მისთვის უჩვეული სტილს მიმართა. როგორც წესი, სკამზე ჯდომისას, სხვა ქვეყნის ლიდერთან ხელის ჩამორთმევისას ტრამპი ვერტიკალურ პოზიციას ინარჩუნებს, გაწვდენილი ხელი მის სხეულთან უფრო ახლოს არის ხოლმე, ახლა კი მთელი სხეულით პუტინისკენ გადაიხარა.

თუმცა, ჰამბურგში ეს ასე არ მომხდარა.
ამავდროულად, ხელის ჩამორთმევის კოზირი, ტრამპმა პუტინს დაუტოვა - ტრამპი, მუდამ მის წინ მჯდომის ხელის გაწვდენას ელოდება, ამ შემთხვევაში კი ამობრუნებული ხელი გაუწოდა, რასაც როგორც წესი, არ აკეთებს ხოლმე.

ტრამპის სხეულის ენა პუტინთან მიმართებით განსხვავებულია: ამჟამად ყველაფერი ტრამპის ხელთ არ იყო და ეს მისი სურვილი იყო. ვუდის თქმით, ეს ხელის ჩამორთმევა ძალაუფლების დიფერენცირება და პასუხისმგებლობების განაწილება იყო.
პუტინი კი, თითქმის არ მოძრაობდა. ხელის ჩამორთმევისას, ის ოდნავ წამოიწია, მარცხენა ხელი სავარძელზე ისე შემოდო, რომ ხელის ჩამორთმევისას, გულ-მკერდის არე დაფარული ჰქონდა. მარცხენა ხელით დაცული გული იმის მაჩვენებელი შეიძლება იყოს, რომ ის თითქოს თავს იცავდა და ტრამპისადმი სრულად გახსნილი არ იყო.
პუტინის სიმშვიდე კი იმაზე მიუთითებს, რომ ის ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობდა მაშინ, როცა ტრამპი პასიურ პოზიციაში იყო.
სხვა მხრივ, ჯდომისას, ტრამპი ჩვეულ ალფა პოზიციას ინარჩუნებდა. ხელების ამგვარი განლაგება ტრამპისთვის დამახასიათებელია, რომელიც როგორც თავდაცვის, ასევე დომინანტობის გამოხატულებაა.
„მენსფრიდინგი“ გამოიყენა პუტინმაც , ჯდომისას ფეხების ოდნავ გაშლითა და ხელების ჩაჭიდებით, რითაც ტრამპს დაანახა, რომ ისიც ალფაა, ხელების სავარძელზე დაყრდნობით კი ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ტრამპზე უფრო ძლიერია.
ვუდის თქმით, ამით პუტინმა „ოდნავ მეტი ძალაუფლება“ აჩვენა.
თუმცა, ყველაზე დასამახსოვრებელი, ტრამპის ღიმილნარევი სახე და პუტინთან მისი თვალებით კონტაქტი გახდა.
„ის ბედნიერი და საკუთარი თავით კმაყოფილი იყო იმ მომენტში. ხშირშემთხვევაში, ხელის ჩამორთმევისას თვალებით კონტაქტს ფორმალობისთვის ამყარებს და არასოდეს იცინის“ - ამბობს ვუდი.
საერთო ჯამში, ექსპერტის თქმით, პუტინთან ხელის ჩამორთმევის ორთაბრძოლა ტრამპის გამარჯვებით დასრულდა.
ვაშინგტონი და მოსკოვი შეხვედრის შემაჯამებელ განცხადებებს, უახლოეს დღეებში გაავრცელებენ. მანამ კი ვიცით, რომ პრეზიდენტებმა სირიისა და უკრაინის, აშშ-რუსეთის ურთიერთობის , ასევე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს რუსეთის ჩარევის საკითხზე ისაუბრეს.
პრეზიდენტების შეხვედრის ამსახველი ფოტოების გავრცელებისთანავე, ამერიკული ტელესერიალის „ბანქოს სახლის“ (House of Cards) მაყურებლებმა დონალდ ტრამპისა და პუტინის ხელის ჩამორთმევის მომენტი, სერიალში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების - ფრენკ ანდერვუდისა და ვიქტორ პეტროვის ხელის ჩამორთმევას შეადარეს.
მსგავსება კი ნამდვილად არის. თუკი ფოტოებს დააკვირდებით, ტრამპი ისევე იცინის როგორც ფრენსისი, პუტინს კი პეტროვის მსგავსი სახის გამომეტყველება აქვს.
მასალის გამოყენების პირობები






