აშშ-მ და რუსეთმა სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
მსოფლიო - 14:28, 08 Jul, 2017     1838

აშშ-მ და რუსეთმა სირიის სამხრეთ დასავლეთში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმება ტრამპისა და პუტინის შეხვედრის შემდეგ გაფორმდა. ეს აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პირველი ცდაა სირიაში ექვსწლიანი სამოქალაქო ომის შეწყვეტის მიმართულებით. შეთანხმებაში იორდანიის ხელისუფლებაც მონაწილეობს. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 9 ივლისს დამასკოს დროით 12 საათზე ამოქმედდება.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, რექს ტაილერსონის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება სირია-იორდანიის საზღვარზე ძალადობის შეწყვეტას შეუწყობს ხელს, რაშიც აშშ-ს მოკავშირე იორდანია განსაკუთრებულადაა დაინტერესებული.

"ეს სირიის საომარი მოქმედებების ფრონტის ყველაზე რთული რეგიონია. ამასთან, ეს პირველი საკითხია, რომელიც იმას მიანიშნებს, რომ სირიაში აშშ-სა და რუსეთს ერთობლივი მოქმედებები სავსებით შესაძლებელია," აცხადებს ტაილერსონი.

ახლა დღის წესრიგში დგას საკითხი, შესრულდება თუ არა ეს შეთანხმება სირიის ორ დაპირისპირებულ მხარეების მიერ.

შეთანხმებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ზავის პირობების ,ომიტორინგს რუსული სამხედრო პოლიციას გაუწევს კონტროლს, თუმცა ტაილერსონი აცხადებს, რომ კონტოლის ფუნქციების განხორციელებაზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება.

ექსპერტების შეფასებით, მიუხედავად გარკვეული მოუგვარებელი საკითხების არსებობისა, ორივე მხარის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ განცხადების გაკეთება, პრეზიდენტების შეხვედრის წარმატებული შედეგის ჩვენების გამო მოხდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42