ეკა ბესელიას ხვალ ,,რედისონთან“ ,,ტაბურეტკებით“ დახვდებიან
საზოგადოება - 00:27, 20 Jun, 2013     1075

აღნიშნულ აქციას ხვალ 10:00 საათზე სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი საგანგებოდ მართავს, სადაც იმავე დროს ,,რედისონში" კომიტეტის მიერ დაგეგმილი ღონისძიება იმართება.


ორანიზაციის წევრები აღშფოთებას გამოხატავენ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ 17 მაისის მოვლენების შეფასებასთან დაკავშირებით და აცხადებენ, რომ იგი ადამიანის უფლებების იდეის გაუფასურებას ემსახურება:


"ჩვენ, ვინც აღშფოთებულები ვართ 17 მაისის მოვლენების ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტისეული შეფასებებით და მიგვაჩნია, რომ იგი არა მხოლოდ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს და ფაქტების უხეშ ინტერპრეტაციას წარმოადგენს, არამედ, საერთოდ, ადამიანის უფლებების იდეის გაუფასურებას ემსახურება. ხვალ, ხუთშაბათს, 20 ივნისს ვიღვიძებთ ადრე და სამსახურში, სასწავლებელში ან სხვა საქმეზე წასვლამდე ჩვენს სამოქალაქო ვალდებულებას ვასრულებთ!


ჩვენი აქციის მიზანია პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტს და მის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას ვაჩვენოთ, რომ პეტიციას ნამდვილი ადამიანები აწერენ ხელს, რომლებსაც აქვთ ჩამოყალიბებული პოზიცია 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით. აქციაზე მივიტანთ ამობეჭდილ ფოტოებს, რომელიც "ფეისბუქზე" შექმნილ გვერდზე გავრცელდა, სადაც პეტიციის ხელმომწერები რეგისტრაციის ნომრებს უთითებენ, ასევე ტაბურეტებს, როგორც ადამიანის უფლებების უგულვებელყოფის თანამედროვე, ქართულ სიმბოლოს", - ნათქვამია სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


24 მაისს საქართველოს პარლამენტში საქართველოს მოქალაქეთა პეტიცია შევიდა, რომელსაც თან 12 000 ხელმოწერა ჰქონდა დართული. პეტიციაზე ხელმოწერა ისევ გრძელდება და ამ დროისთვის მას 14 700-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.


"თუ თქვენ ხართ პეტიციის ხელმომწერი, ან იზიარებთ ამ პოზიციას, გთხოვთ, მობრძანდეთ 20 ივნისს, სასტუმრო "რადისონთან" 10:00 საათზე. წამოიღეთ ტრანსფარანტები და ტაბურეტები (შესაძლებლობების ფარგლებში). ადამიანის უფლებების კომიტეტს არ აქვს ჩვენი უფლებების გაყალბების უფლება!", - აცხადებენ აქციის ორგანოზატორები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42