ჰამბურგში, გუშინ, G20-ის სამიტის ფარგლებში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელიც დადგეგმილი ნახევარი საათის ნაცვლად, 2 საათსა და 15 წუთს გაგრძელდა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის პირველ ლედის, მელანია ტრამპს მათ მოლაპარაკებებში ჩარევა სთხოვა, იმ მიზნით, რომ პრეზიდენტისთვის შეხვედრის დასრულების შესახებ შეეტყობინებონა.
ტილერსონის თქმით, მელანია ოთახში შევიდა, თუმცა, „ სავარაუდოდ, პრეზიდენტებს მრავალი სასაუბრო თემა დაუგროვდათ“ და მათ საუბარი, მელანიას თხოვნის შემდეგაც არ დაუსრულებიათ.
ოფიციალური ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერებმა შეხვედრაზე სირიისა და უკრაინის, აშშ-რუსეთის ურთიერთობის , ასევე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს რუსეთის ჩარევის საკითხზე ისაუბრეს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, როგორც ყოველთვის, პუტინმა მსგავსი ფაქტი უარყო. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის განმარტებით, პუტინმა ტრამპს გარკვევით განუცხადა, რომ რუსეთის ჩარევა სიმართლეს არ შეესაბამება.
მასალის გამოყენების პირობები






