მანანა გიორგობიანის პროტესტი ჩხუბის სხვა მონაწილის ბექა მაზიაშვილისთვის ხულიგნობის ბრალდებით მუხლის წაყენებამ გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ რესტორანში მომხდარი ჩხუბის გამო დღეს ბრალი "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ნიკა მელიასაც წაუყენეს.
მანანა გიორგობიანმა პრეტენზიები რამდენიმე პუნქტად ჩამოაყალიბა:
"ხალხნო, დაგვეხმარეთ!!! ბექა მაზიაშვილს ბრალი წაუყენეს!! ეს ადამიანი თავს იცავდა, ზუსტად ისევე, როგორც ჩვენ!!!
ვეწირებით, ხელისუფლების მატრაკვეცობას და კო(ჰ)აბიტაციას!!! მატყუარა და კრიმინალი ნაციონალების ბრალდებებისთვის პასუხის გაცემა არ შეუძლიათ!!! ჩვენი, უბრალო მოქალაქეების, დაცვისთვის, ხელისუფლებიდან, არავინ შეიწუხა თავი!!!
შეცდომა დავუშვით, გვეგონა იმდენად ნათელი იყო ყველაფერი, რომ პოლიციას ვაცალეთ მშვიდად გამოძიება და არ ჩავრთეთ არასამთავრობოები და არ ავტეხეთ პანიკა, არ ჩავრიეთ არასამთავრობოები თავის დროზე!!!
1. ფაქტია და ამას არავინ უარყოფს, რომ ჩხუბი დაიწყო ჩვენს მაგიდასთან!!! თუ მელია შარზე არ იყო, რა უნდოდა ჩვენთან, მთელი მისი ნაცნობები იქ იყვნენ, ყველა მაგიდასთან მისი მეგობრები ისხდნენ, იქ მისულიყო!!!
2. თუ ჩვენ ვლანძღავდით, როგორც გვაბრალებენ, მაშინ, ვანო მერაბიშვილის კაფეს დაცვამ რატომ არ მიგვითითა გასასვლელისკენ, ან რატომ არ გამოუძახეს პატრულს ??? ამიხსნას ვინმემ!!!
(70% მერაბიშვილის ბიძაშვილზე ყოფილა გაფორმებული, ასავალ-დასავალმა დაადგინა ინცინდენტის შემდეგ და გამოაქვეყნა დოკუმენტი)
პატრულს გამოუძახა ჩვენმა მეგობარმა ხათუნა დარბაისელმა, ხათუნამ გადაგვარჩინა!!!
რატომ არ გამოიძახა "ლა ტრუფეს" თანამშრომლებმა???
3. რატომ გავხდით იმის მსხვერპლი, რომ ვიღაცას უნდა ბალანსი დაიცვას (ან უარესი, ჩატოვებულ-ჩანერგილი კადრები, სისტემაში, სცდილობენ ნაციონალებს გადარჩენას)
პოლიტიკა რა შუაშია, უმუშევრები ვართ და უპარტიოები......
რადგან ზონდერ მელიას ბრალი წაუყენეს, ამიტომ ჩვენგან ბექა ამოარჩიეს??? რა პრინციპით??? რატომ არ წაუყენეს ბრალი საყვარელიძეს , გოროზიას, მელიას მეგობარს, სხვა თავდამსხმელებს???
(ზონდერი მელია 7 ნოემბერის და 26 მაისის დამსახურებების გამო დაინიშნა ძველი თბილისის გამგებლად )
ჩვენ გაგვაფრთხილეს კულუარულად, რომ მელიას პოლიციაში ჰყავს თავისი კადრები, რომლებიც დღემდე ეხმარებიან... რას ფიქრობს მინისტრი? როდემდე უნდა გაგრძელდეს ძველი, ათას დანაშაულში გასვრილი, ნაც-კადრების კანონსაწინააღმდეგო ქმედება???
ჩვენ არ გვეშინია, მაგრამ დღეს ჩვენ მოგვერევიან, ხვალ ხალხს და ხელისუფლებას!!!
(სულ ვეჩხუბებოდი ბიჭებს კუდში ნუ დამყვებიქო,
ეხლა ვრწმუნდები, რომ ეს ასეა!!! მელია, საყვარელიძე, გოროზია და დანარჩენები ფლობენ სრულ ინფორმაციას გამოძიების შესახებ, სანამ ბექას ოფიციალურად წაუყენეს ბრალი, მათ და რუსთავი-2-მა უკვე იცოდა, ჩენ არა!!!
1. რატომ წაუყენეს ბრალი მხოლოდ მელიას და არა საყვარელიძეს და გოროზიას და სხვებს???? ეს იყო ჯგუფური თავდასხმა!!!!
ან თუ ბექას წაუყენეს ბრალი, ჩვენც იგივეს ვაკეთებდით და წაგვიყენონ ჩვენც ბრალი!!! და გაუძლოს ეხლა ხელისუფლებამ საზოგადოების უკმაყოფილებას!!!
2. რატომ ვერ იპოვა პოლიციამ (ან იციან და ხელს აფარებენ) მელიას მეგობარი ვინმე "ბესო "(მე გავიგე უკვე და პოლიცია თვალებს ხუჭაავს, იყრუებს , თუ რა ხდება???? ), რომელმაც მე მირტყა პირველივე წუთებში, ჩემი დალურჯებები, კიდევ კარგი, ყველამ ნახეთ!
3. სამხარაულში სრულყოფილად არ ჩაგვიტარეს დათვალიერება და საერთოდ არ აღუნიშნავთ, ბექას და მამუკას ტანზე ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები.. არც ჩემს სხეულზე დაბეჟილობები, რომ ვუთხარი თავბრუ მესხმის და გული მერევათქო, ექიმმა წაუყრუა და არ გამსინჯა...
ბექას 5 ნაკერი, საფეთქელთან ერთ სანტიმეტრში, თურმე "მსუბუქი ჭრილობაა", ხოლო ის , რომ საყვარელიძემ და გოროზიამ, დანარჩენებმაც, საყვარელიძის დედასთან გაიარეს "ექსპერტიზა" და მათი დაზიანებები "მძიმეა" პოლიციისთვის "დამაჯერებელი" აღმოჩნდა???
საზოგადოება ერთად უნდა დავდგეთ, რომ აღარ განმეორდეს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის მსგავსი უბედურება! თურმე, არავინ ვართ დაზღვეული, არაფერი დამთავრებულა, ჩვენც პატრულმა გადაგვარჩინა , რომ მოგვისწრეს, თორემ ბექას გატაცებას სცდილობდნენ, მათი "ავტომატჩიკები" მოცვივდნენ საიდანღაც!!!!!
გთხოვთ, გამოვფხიზლდეთ და საზოგადოებამ , ყველამ ერთად, მივიღოთ ზომები, დაგვეხმარონ არასამთავროებოებიც, ვიყოთ მობილიზებულნი , აღვკვეთოთ ნაცისტების და სადისტების ძალადობა, ჩვენ გაგვიმართლა და სხვას შეიძლება არ გაუმართლოს!!!", - წერს მანანა გიორგობიანი.
მასალის გამოყენების პირობები






