პრეზიდენტების შეხვედრას, აშშ-ის სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი , ორ თარჯიმანთან ერთად დაესწრნენ.
2 საათსა და 15 წუთს გასტანა დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრამ. აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, ჰამბურგში G20-ის სამიტის ფარგლებში აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების დროს რუსეთის ჩარევის საკითხზე ისაუბრეს.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა. მისი თქმით, როგორც ყოველთვის, პუტინმა მსგავსი ფაქტი უარყო. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის განმარტებით, პუტინმა ტრამპს გარკვევით განუცხადა, რომ რუსეთის ჩარევა სიმართლეს არ შეესაბამება.
,,მე საკმაოდ ხანგრძილივი საუბარი მქონდა შეერთებული შტატების პრეზიდენტთან. დაგროვდა ბევრი საკითხი, მათ შორის უკრაინა, სირია და სხვა პრობლემები. ჩვენ კვლავ დავუბრუნდით ტერორიზმთან ბრძოლისა და კიბერუსაფრთხოების საკითხებს“ - განაცხადა პუტინმა.
მასალის გამოყენების პირობები






