„ესე ამბავი „კგბ-ის ყოფილი თანამშრომლის“ ვარკეთილელი ტაქსის მძღოლისა: დილით ჩემს ქუჩაზე ტაქსის გაჩერება არც თუ ისე მარტივია, პირველ რიგში იმიტომ, რომ თითოოროლა დადის, მეორე მიზეზი კი არის ის, რომ ეს თითოოროლა ტაქსიც ყოველთვის დაკავებულია, ასე რომ ის უხერხული მომენტი, ტაქსის გასაჩერებლად ხელს რომ დაუქნევ მძღოლს და თურმე მგზავრი უზის, თვითონ კი ან მხრებს იჩეჩავს აბა რა გიშველოო, ან ხელის მტევნებს აჯვარედინებს "იზვინი" სახით დილაობით ძირითად შემთხვევაში გამოწერილი მაქვს. კარგახნის ლოდინის შემდეგ მიმართლებს (ა ხო, დილაობით გამოძახების ტაქსები თავს იკავებენ ვარკეთილში მოსვლისგან, ამიტომ აღარ ვიძახებ) და სხვადასხვა ტიპის მძღოლები მხვდებიან, მე იმ კატეგორიას ვემხრობი რომლებიც საერთოდ გამარჯობას არ ამბობენ, დილაობით ჩემს უჟმურ ხასიათს ეს კატეგორია უფრო შეეფერება, სამწუხაროდ დღეს არ გამიმართლა: თავიდან იმით მივხვდი რომ „ბებერი ჩათლახი იყო“, რუსთაველზე ოპერამდე ტარიფი 8 ლარიო რომ მითხრა, გამეცინა და არა მადლობა-მეთქი აბა რამდენიო და ჩემი ვარიანტი რომ შევთავაზე, დამთანხმდა კარგი მეტი თუ არ გაქვსო, გავბრაზდი, მაქვს მაგრამ ზედმეტს არ გადაგიხდით-მეთქი ნაწყენმა მივაძახე, თან ჩავჯექი მანქანაში და დაიწყო:
„მე ავლაბრის იქით არავინ მიმყავს, ჩემთვის ვტაქსაობ, ვერთობი, თორე აქ საკმაოდ მაღალი პენსია მაქვს, ორმაგი მოქალაქეობა მაქვს, რუსეთის მოქალაქეც ვარ, 1700 დოლარი მაქვს პენსია, აბა თუ მიხვდები ვინ ვიყავი თავის დროზე, საბჭოთა კავშირში სულ 4 წელი ვცხოვრობდი, 20 წელი სულ საზღვარგარეთ სხვადასხვა ქვეყანაში...“
არ დავამთავრებინე, თავი უკვე მაგრად მომაბეზრა: „კგბ“-მეთქი?!
„ვააა, ჯიგარი ხარ, წამოდი ერთი გოგო შვილიშვილი ხომ მინდა მეცო. დაიწყო „დიდი საბჭოთა კავშირის“ ქება და დიდება, 4 წელი გერმანიაში, 2 წელი ავღანეთში, 5 წელი კიდევ სადღაცო აღარ მახსოვს“, ამასობაში კახეთის გზატკეცილზე კორპუსთან ჩაიარა, აქ ვცხოვრობო, კიდევ ორი სახლი მაქვსო, აი, იმ ახალ მერსედესს ხომ ხედავ ეგეც ჩემიაო, ისე რამდენი წლის ხარ, 18 წელზე მეტის არ იქნებიო. თითქმის დეკადით აცდით ჩემს ასაკს და აღარ გიჭრით ინტუიცია-მეთქი? „რას ვიზამთ 68 წლის ვარ უკვე, დავბერდიო“, მერე ამინდი ლანძღა, ბოლოს მითხრა ქოლგა არ გაქვს, დასველდებიო მანქანიდან რომ გადახვალო, რომ გადახვალ კარი მაგრად მოაჯახუნეო“ - არაფერი, უბრალოდ „დღე რომ მაგრად დაიწყო“ ის ისტორია „, - წერს Facebook-ის მომხმარებელი.
მასალის გამოყენების პირობები






