პროფესორი ადამ ბალეტი აცხადებს, რომ უმაღლესი განათლების მქონე, 30 წელს გადაცილებული ქალები, რომელთაც მუდმივი და სტაბილური სამსახური აქვთ, ცხოვრების განმავლობაში ვერ პოულობენ ისეთ მამაკაცებს, რომლებიც მზად არიან ოჯახური ცხოვრებისა და მამობისთვის.
"ასეთი ქალები ჩივიან, რომ მამაკაცები გადაშენდნენ და მიმართავენ კვერცხუჯრედის გაყინვის მეთოდს, რათა მომავლისთვის შეინარჩუნონ დაფეხმძიმების შანსი, ან მათი შესაფერისი მამაკაცისგან, ან ხელოვნური განაყოფიერების გზით,“ - აცხადებს პროფესორი.
39 წლის ელის მანმა, მას შემდეგ რაც თავის პარტნიორს დაშორდა, გადაწყვიტა, რომ საკუთარი კვეცხუჯრედები გაეყინა. კვერცხუჯრედების გაყინვის, სპერმის დონორის მოძიებასა და ხელოვნური განაყოფიერების ერთ წარუმატებელ ცდაში მან 18 ათასი დოლარი დახარჯა.
ელისი ერთერთია იმ ქალთა მზარდი რაოდენობიდან, რომლებიც შვილის გაჩენის გარკვეული დროით გადავადების მიზნით, საკუთარ გენიტალური მასალების გაყინვის ხერხს მიმართავენ.

"მე არასდროს ვეთანხმებოდი იმ მოსაზრებას, რომ ქალები, რომლებიც ასეთ ხერხს მიმართავენ ამას კარიერული მიზნებით აკეთებენ, უბრალოდ ეს ძალიან ხანგრძლივი და მტკივნეული პროცედურაა, ჩემს ყოფილ პარტნიორს, რომელსაც მე ვთვლიდი, რომ მომავალში ის შეიძლება ჩემი შვილების შესაძლო მამა გამხდარიყო., ძალიან უნდოდა შვილი, ხოლო მე ამ საკითხს ნეიტრალურად ვუყურებდი, ავცდებს ელისი.
მას ასევე განაცხადა, რომ დაშორებამდე რამდენიმე თვით ადრე იგი ინტენსიურად ცდილობდა მისგან დაფეხმძიმებას, ჰორმონალური მკურნალობის კურსიც კი გაიარა, მაგრამ ამაოდ.
სტატისტიკის თანახმად, 30 წელს გადაცილებული უმაღლეს განათლებამიღებლი ქალები უფრო და უფრო ხშირად მიმართავენ კვერცუჯრედის გაყინვის მეთოდს და ამის მიზეზი ან კარიერული მოსაზრებებია, ან - სასურველი მამაკაცის არყოლა.
კერძოდ, 150 გამოკითხული ქალიდან 135-მა განაცხადა, რომ კვერცხუჯრედი გაყინა იმის გამო, რომ შესაბამისი მამაკაცი ვერ იპოვა.
ფსიქოლოგები აცხადებენ, რომ „კაცების დეფიციტი“ განსაკუთრებით იმ ქვეყნებში იგრძნობა, სადაც ქალებს უმაღლესი განათლების მიღების სრული თავისუფლება აქვთ.
„თითქმის ყველა ქალი, რომელიც კვერცხუჯრედის გაყინვის მეთოდს იყენებს, იმ მიზეზს ასახელებს, რომ მათი სექსუალური პარტნიორები ვერ აკმაყოფილებენ ელემენტარულ პირობებს, რომლებიც მამისთვისაა აუცილებელი. 30-ს გადაცილებული ქალები აცნობიერებენ, რომ მათ დედობისთვის მცირე დრო რჩებათ და ამიტომ მიმართავენ კვერცხუჯრედის გაყინვის მეთოდს,“ - აცხადებს ელისი.
მიუხედავად იმისა, რომ კვერცხუჯრედის გაყინვის პროცედურა საკმაოდ მტკივნეულია, ქალები იძულებული არიან დიდი ხნის განმავლობაში მიიღონ სხვადასხვა წამლები, და, რაც მთავარია, არ არსებობს ასპროცენტიანი გარანტია, რომ გაყინული კვერცხუჯრედი მომავალში განაყოფიერდება, ქალები მაინც ამჯობინებენ სცადონ ეს ვარიანტი.
ელისი უახლოეს პერიოდში აპირებს სცადოს დაფეხმძიმება. მისი კვერცხუჯრედები 2014 წლიდანაა გაყინული და იგი იმედოვნებს, რომ ცდა წარმატებული იქნება. მისი აზრით, ჯობია ქალმა მიზნად შვილების ყოლა დაისახოს, ვიდრე უაზროდ კარგოს დრო ღირსეული მამაკაცის ძებნაში.
წყარო: BBC
მასალის გამოყენების პირობები






