დავით საგანელიძემ „შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში“ მონაწილეობა მიიღო
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:36, 07 Jul, 2017     1248
დავით საგანელიძე გენერალურ ასამბლეაზე "აბრეშუმის გზა ეკონომიკური სარტყელის" პროექტში მუდმივმოქმედი წარმომადგენლის რანგში იმყოფებოდა. საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი ასამბლეაზე მოხსენებით წარსდგა და პეკინში, 14-15 მაისს გამართული ფორუმის „ერთი სარტყელი, ერთის გზა საერთაშორისო თანამშრომლობისათვის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

PABSEC-ის 49-ე გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობა 12 წევრი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს. „შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა“ თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის სპიკერიმა, PABSEC-ის პრეზიდენტმა Mr. İSMAİL KAHRAMAN-მა გახსნა. გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით წარსდგნენ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი Mr. HAJIYEV ASAF HAJI oglu; ასამბლეაზე მოხსენებები გააკეთეს PABSEC-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა საკუთარ გამოსვლაში პეკინში გამართულ „ერთი სარტყელი, ერთი გზა საერთაშორისო თანამშრომლობისათვის“ ფორუმის შესახებ ისაუბრა. დავით საგანელიძემ ფორუმის ფორმატში მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებებსა და მთავარ მიზნებზე გაამახვილა ყურადღება, რაც „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ფარგლებში კორპორაციების, ინდუსტრიების, ფინანსური ინსტიტუტების, მთავრობებისა და სამეცნიერო საზოგადოებებისთვის თანამშრომლობის პლატფორმის შეთავაზებას წარმოადგენს.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი არაოფიციალურ ფორმატში PABSEC-ის პრეზიდენტს Mr. İSMAİL KAHRAMAN-ს და გენერალურ მდივანს Mr. HAJIYEV ASAF HAJI oglu-ს შეხვდა. არაფორმალურ ფორმატში აუდიენცია შედგა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე ანდრეი პარუბისთან.

„საპარტნიორო ფონდის“ არმასრულებელმა დირექტორმა გენერალური ასამბლეის პირველ პირები და წევრი ქვეყნების ლიდერები „აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის“ პრეზიდენტ ლუ ძიენჭუნგის სახელით ბიზნეს სამიტზე მიიწვია და მოსაწვევები გადასცა .ბიზნეს სამიტი სახელწოდებით „2017 წლის სიანის აბრეშუმის გზის ბიზნეს სამიტი და საერთაშორისო კულტურული კვირეული“ 8-9 სექტემბერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში შანსის პროვინციის ქალაქ სიანში გაიმართება. „აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის“ წევრი ქვეყნის სტატუსი საქართველოს ამა წლის მაისში დავით საგანელიძის ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის დროს „ერთი სარტყელი, ერთი გზა საერთაშორისო თანამშრომლობისათვის“ ფორუმის ფარგლებში მიენიჭა.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი 2015 წლიდან PABSEC მუდმივმოქმედი წარმომადგენლია "აბრეშუმის გზა ეკონომიკური სარტყელის" პროექტში. დავით საგანელიძე მანამდე იკავებდა „შავი ზღვის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეას“ ვიცე პრეზიდენტის პოსტს. ორჯერ იყო არჩეული PABSEC-ის ეკონომიკის, სავაჭრო, ტრანსპორტისა და ეკოლოგიის კომიტეტის ხელმძღვანელად. PABSEC- მა დავით საგანელიძე ორგანიზაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, სპეციალური მედლით დააჯილდოვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42