„მე თქვენს ღვიძლს შევჭამ, თუ ასე გსურთ. უბრალოდ, ცოტა მარილს და ძმარს დავამატებ და პირდაპირ თქვენს თვალწინ შევჭამ“ - განაცხადა დუტერტემ.
ფილიპინების პრეზიდენტი შეჭმით „აბუ საიფის“ ტერორისტებს დაემუქრა, რომლებმაც ვიეტნამელი მეზღვაური სიკვდილით დასაჯეს.
„აბუ საიფი“ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერი ტერორისტული დაჯგუფებაა.
დუტერტეს თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქის სიკვდილით დასჯა, ქვეყნის სირცხვილია.
დუტერტე ფილიპინების პრეზიდენტად 2016 წლის 30 ივნისს აირჩიეს და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ნარკომაფიასთან და ტერორისტებთან ბრძოლა გამოაცხადა, რის შემდეგაც ქვეყანაში 5 900-ზე მეტი ადამიანი მოკლეს.
ერთერთ შეხვედრაზე კი განაცხადა, რომ ქალაქ დავაოს მერის თანამდებობაზე ყოფნისას, ნარკოტიკების გავრცელებასთან კავშირში ეჭვმიტანილები პირადად მოუკლავს.
”დავაოში ამას მე თვითონ ვაკეთებდი. მე მსურდა მეჩვენებინა პოლიციისთვის, რომ თუ ამის გაკეთება შემიძლია მე, მაშინ რატომ არ შეუძლიათ მათ? დავდიოდი მოტოციკლით, უბრალოდ ვპატრულირებდი ქუჩებში, ვეძებდი პრობლემებს, რათა მოკვლის საშუალება მქონოდა” - განაცხადა როდრიგო დუტერტემ.
მასალის გამოყენების პირობები






