2 Pac-ის ემოციური წერილი მადონას, რომელშიც აღიარებს, რომ მას კანის ფერის გამო დაშორდა
ეს საინტერესოა - 13:40, 06 Jul, 2017     17857
ბულვარულმა გამოცემამ TMZ რეპერ 2 Pac-ის წერილი გამოაქვეყნა, რომელიც მან გარდაცვალებამდე 18 თვით ადრე მადონას გაუგზავნა.

თუფაქი და მადონა ერთმანეთს 1993 წელს ხვდებოდნენ, თუმცა უცნობია, რამდენი ხანი გაგრძელდა მათი ურთიერთობა. მაშინ თუფაქი 22 წლის, მადონა კი 37 წლის და უკვე მსოფლიო დონის მომღერალი იყო.


საკმაოდ გულწრფელ წერილში , რომელიც რეპერმა მადონას 1995 წლის 15 იანვარს, ციხიდან გაუგზავნა, წერს, რომ მას იმიტომ დაშორდა, რომ თეთრკანიანია.

„შენს გვერდით შავკანიანი მამაკაცის გამოჩენა, შენს კარიერას საფრთხეს არ უქმნის, პირიქით უფრო საინტერესოდ და ღია ადამიანად წარმოგაჩენს. თუმცა მე, თეთრკანიანი შეყვარებულის გამო, შესაძლოა თაყვანისმცემლებმა ზურგი შემაქციონ, მე კი ამის ძალიან მეშინია. შენთვის გულის ტკენა არასოდეს მიფიქრია. შეგიძლია გამიგო ეს?“ - წერს თუფაქი წერილში.

ემოციურ წერილში რეპერი აღნიშნავს, რომ ის ძალიან ბედნიერია მადონასთან ურთიერთობით, რომელმაც ის უკეთესი გახადა.

წერილში თუფაქი საკუთარი გრძნობებისა და დამოკიდებულებების შესახებ ღიად საუბრობს და მადონასთან ურთიერთობის დასრულების გადაწყვეტილების კიდევ ერთ მიზეზს ასახელებს.

„გთხოვ, გამიგო. ჩემთვის, მცირე გამოცდილების მქონე ახალგაზრდა მამაკაცისთვის, რთულია მსოფლიოს სექსსიმბოლოს გვერდით ყოფნა“ - წერს რეპერი.

თუფაქი მადონას მეგობრობას სთავაზობს და აღნიშნავს, რომ მასთან ურთიერთობა ერთერთი ყველაზე ღირებული რამ არის, რაც მის ცხოვრებაში ყოფილა და რჩევასაც აძლევს:

„გთხოვ, ფრთხილად იყავი მადონა. ყველა ისეთი კეთილგანწყობილი არ არის, როგორიც ჩანს. არიან ადამიანები, რომელთა გულები შურითა და ბოროტებით არის სავსე.

თუკი რაიმე ინფორმაციის ჩემთან გზიარება მოგინდება,შეგიძლია ჯეკს დაუკავშირდე და გთხოვ, ეს აუცილებლად გააკეთე, რადგან შესაძლოა, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იყოს" - წერს რეპერი.

წერილის ბოლოს კი კიდევ ერთ მინაწერს აკეთებს.

„არ ვიცი, რას ფიქრობ ჩემთან შეხვედრაზე, მაგრამ თუ ამას შენს გულში გადაწყვეტ, შენთან პირისპირ საუბარს ვისურვებდი. სასაცილოა, მაგრამ ამ გამოცდილებამ მასწავლა, რომ დრო არ უნდა გავფლანგოთ“ - წერს რეპერი.

წერილი, ივლისის ბოლოს აუქციონზე გაიყიდება და მისი საწყისი ფასი $100 ათასი დოლარი იქნება.

2015 წელს მადონამ ერთ-ერთ ინტერვიუში მისი და თუფაქის რომანზე პირველად ისაუბრა. მადონასა და თუფაქს რომანი რეპერის მკვლელობამდე სამი წლით ადრე ჰქონდათ.

1996 წლის 7 სექტემბერს 25 წლის თუფაქს ოთხჯერ ესროლეს ლას-ვეგასში, ფლამინგო-როუდის და კოვალ-ლეინის გზაჯვარედინზე. იგი გადაიყვანეს სამხრეთ ნევადის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში, სადაც ექვსი დღის შემდეგ გარდაიცვალა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42