7 ივლისიდან თბილისსა და ბათუმს შორის რეგულარული ავიარეისები იწყება
ბიზნესი & ეკონომიკა - 20:52, 05 Jul, 2017     2779
„ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს ადგილობრივი ფრენების განვითარებას, ასევე მნიშვნელოვნად გაიზრდება ტურისტული ნაკადების მოძრაობა“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა თბილისსა და ბათუმს შორის ავიამიმოსვლის დაწყების შესახებ კომენტარის დროს განაცხადა.

„7 ივლისიდან იწყება რეგულარული ავიარეისები თბილისსა და ბათუმს შორის, რომელსაც შპს „სერვისეარი“ შეასრულებს „სააბის“ ტიპის 32 ადგილიანი თვითმფრინავით. ფრენები შესრულდება ყოველდღიურად, ოთხშაბათის გარდა. პარასკევს და კვირას კი რეისები დღეში 3-ჯერ შესრულდება. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს ადგილობრივი ფრენების განვითარებას, ასევე მნიშვნელოვნად გაიზრდება ტურისტული ნაკადების მოძრაობა და ამ რეგულარული რეისით ისარგებლებენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტები“ - აღნიშნა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

შპს „სერვისეარმა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ელექტრონულ ტენდერში გაიმარჯვა, რომელიც მგზავრთა საჰაერო გადაყვანის, ავიარეისების ორგანიზების და შესრულების მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადდა. „სერვისეარი“ ამჟამად ნატახტარის აეროდრომიდან უკვე ასრულებს ფრენებს ქუთაისის, მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42