პროკურატურამ ბედუკაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა
"ვლადიმერ ბედუკაძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე მთავარი პროკურატურა საჭიროდ მიიჩნევს განმარტოს რომ: ვლადიმერ ბედუკაძეს ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441 მუხლის (წამება) მე-2 ნაწილის "ა", "ბ","დ", "ე" და "ზ" ქვეპუნქტებით, და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 3 მუხლის (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა) მე-2 ნაწილის "ა", "ბ", "ე" და "ზ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები იძლეოდა ვლადიმერ ბედუკაძის მიერ დანაშაულის ჩადენის დასაბუთებულ ვარაუდს, საქართველოს მთავარმა პროკურორმა, გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლით მისთვის მინიჭებული უფლება და ბრალდებულ ვლადიმერ ბედუკაძესთან დადო საპროცესო შეთანხმება განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ, რომლითაც ბრალდებული ვლადიმერ ბედუკაძე სრულად გათავისუფლდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგინდა, რომ ვლადიმერ ბედუკაძემ მისთვის ინკრიმინირებული დანაშაული ჩაიდინა 2011 წლის მარტიდან ივნისამდე, როდესაც იგი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ოპერატიულ მორიგე ინსპექტორად მუშაობდა. ვლადიმერ ბედუკაძის მიერ პირადად გადაღებულმა და მისი დავალებით ბორის ფარულავას მიერ ფარულად გადაღებულმა ვიდეომასალებმა (ე.წ. კარანტინის დაშლამ) ამხილა არა მხოლოდ ცალკეული დანაშაულებრივი ეპიზოდები, არამედ ამ ვიდეომასალამ დასაბამი მისცა გამოძიების დაწყებას მთელი რესპუბლიკის მასშტაბით, რომლითაც მხილებულ იქნა სისტემური დანაშაული, რომლის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში ადგილი ჰქონდა პატიმრების სისტემატიურ ცემას, წამებას, მათზე სექსუალურ ძალადობას, პატიმრების ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, დამცირებას და არაადამიანურ მოპყრობას. ზემოაღნიშნული მეთოდები წარმოადგენდა სასჯელაღსრულების სისტემის მართვის საშუალებას. გამოძიების მიერ მოპოვებულ იქნა რამოდენიმე ათასი პატიმრის ჩვენება და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სისტემაში ადმინისტრაციის მიერ პატიმართა მიმართ ჩადენილ დანაშაულებს ააშკარავებენ. მხილებულმა სისტემურმა დანაშაულმა საშუალება მისცა სახელმწიფოს გაეტარებინა გადაუდებელი ღონისძიებანი პატიმართა უფლებების დაცვის მიზნით. სისხლის სამართლებრივი დევნა იქნა დაწყებული სასჯელაღსრულების დაწესებულებების ათეულობით მოხელის, მათ შორის, დეპარტამენტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის მიმართ. გატარებული ღონისძიებების შედეგად სასჯელაღსრულების სისტემაში აღიკვეთა ადმინისტრაციის მხრიდან პატიმართა უფლებების შელახვა. ამ ზომებმა, რასაც საფუძვლად ვლადიმერ ბედუკაძის მიერ უშუალოდ და მისი დავალებით ბორის ფარულავას მიერ გადაღებული ვიდეომასალა (კარანტინის დაშლა) დაედო, ათასობით პატიმარი გადაარჩინა ცემისაგან, წამებისაგან, სექსუალური ძალადობისაგან, დამცირებისაგან თუ სხვა სახის არაადამიანური მოპყრობისაგან, რასაც მათ სასჯელაღსრულების სისტემის მართვის დანაშაულებრივი მეთოდები მომავალში უქადდა.
მხედველობაში მიიღებული იქნა ის, რომ ვლადიმერ ბედუკაძის მიერ დანაშაულის ჩადენის დადგენა შესაძლებელი გახდა მხოლოდ მის მიერ წარმოდგენილი ვიდეომასალის საფუძველზე, რომლის გარეშეც ვერც ვლადიმერ ბედუკაძისა და ვერც სხვა პირთა მიერ დანაშაულის ჩადენა ვერ დადგინდებოდა. ამ ვიდეომასალის წარმოდგენით ვლადიმერ ბედუკაძემ საფრთხეში ჩააგდო არამარტო საკუთარი სამსახურებრივი კარიერა, არამედ საკუთარი უსაფრთხოებაც, რის გამოც იგი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. საფრთხე შეექმნა ვლადიმერ ბედუკაძის ოჯახის წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
ვიდეომასალის გამოსაქვეყნებლად გადაცემით ვლადიმერ ბედუკაძემ სისტემურ დანაშაულთან ერთად საკუთარი თავიც ამხილა დანაშაულის ჩადენაში და იმ დროს, როდესაც ვლადიმერ ბედუკაძემ ვიდეომასალა გამოსაქვეყნებლად გადასცა მას არ შეეძლო ეფიქრა, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო იგი შეიძლებოდა პასუხისმგებლობისაგან სრულად გათავისუფლებულიყო.
ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ვლადიმერ ბედუკაძის მიერ ვიდეომასალის გამოსაქვეყნებლად გადაცემა, ისევე როგორც მისი მითითებით ბორის ფარულავას მიერ კარანტინის დაშლის ეპიზოდის ფარული გადაღება, არ უკავშირდებოდა ანგარებით მოტივს ან სხვა პირადი სარგებლის მიღებას", - აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა






