როგორც Huffington Post იტყობინება, კომპანიის განცხადებით, მსგავსი რამ არც განიხილება.
ჯვრის ემოციის დამატების მოთხოვნა ქრისტიანმა ევანგელისტებმა მას შემდეგ გააჟღერეს, რაც სოციალურ ქსელს LGBT პრაიდის მხარდასაჭერად, ცისარტყელის ემოცია დაემატა.
ერთერთმა აქტივისტმა ჰიკმატ ჯანნამ ფეისბუკზე ფოტო გამოაქვეყნა, რომლითაც ჯვრის ემოციის დამატებას ითხოვდა. მეორე დღეს მისი ფოტო ჯოშუა ფორშტაინმა გამოაქვეყნა, რომელიც არიზონაში არსებული ევანგელისტური ეკლესიის წარმომადგენელია და რომელსაც ფეისბუკზე 2 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს. საღამოს, მის პოსტს უკვე 9 ათასი გაზიარება და 20 ათასი რეაქცია მოჰყვა.
მხარდამჭერებთან ერთად, აღნიშნულ ინიციატივას მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ, რომლებიც თვლიან, რომ ეს დიკრიმინაციულია, რადგან ჯვრის ემოცია სხვა რელიგიის მიმდევრების ინტერესებს არ ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






