უზენაესი სასამართლო ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურება
სამართალი - 14:20, 19 Jun, 2013     763


"უზენაესი სასამართლო მიესალმება იმ ფაქტს, რომ ვენეციის კომისიამ გაითვალისწინა სასამართლოს მიერ წარმოდგენილი შენიშვნები. კერძოდ, ვენეციის კომისიამ მიიჩნია, რომ "თვით ის აზრი, რომ პროცესი რის ფარგლებშიც მასიურად უნდა განხორციელდეს შესაძლო ხარვეზიანი საქმეების გადახედვა არასასამართლო ორგანოს მიერ კითხვებს ბადებს ხელისუფლების დანაწილების და სასამართლო დამოუკიდებლობის კონსტიტუციით და საერთაშორისო სტანდარტებით უზრუნვეყოფილ პრინციპებთან მიმართებაში".


ასევე, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ "დღევანდელი საქართველოსათვის დამახასიათებელი უაღრესად პოლარიზებული პოლიტიკური კონტექსტის და სასამართლო ხელისუფლების მცირე მასშტაბების გათვალისწინებით რთული ჩანს კანონის უზენაესობის იმპერატივების მისადაგება იმ პროცესისათვის, რომელიც გულისხმობს სისხლის სამართლის საქმეების ხელახალ გადასინჯვას".


იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა მაინც გადაწყვეტს აღნიშნული კომისიის შექმნას, ვენეციის კომისიას აქვს რიგი შენიშვნებისა, რომელთა გათვალისწინება აუცილებელი იქნება ამ ტიპის ორგანოს ამოქმედებისათვის.


უზენაესი სასამართლო მიესალმება იმ ფაქტს, რომ ვენეციის კომისიამ შენიშვნების შემუშავებისას სამართლებრივად სწორი შეფასება მისცა მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სასამართლოს როლს. ვენეციის კომისია განმარტავს, რომ "მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო უნდა დარჩეს იმ ორგანოდ, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხელახლა აღძრულ საქმეებთან დაკავშირებით. ნებისმიერი გადაწყვეტილება მოსარჩელეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის ბრალის დადგენის შესახებ, სადაც მართლმსაჯულების ხარვეზი არსებობს, სასამართლოს მიერ უნდა იქნას მიღებული. მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი დროებითი სახელმწიფო კომისია არ არის სასამართლო და საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს არა აღნიშნული კომისია, არამედ სააპელაციო სასამართლო, რომელიც საქმეს ხელახლა განიხილავს. შესაბამისად, მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელ დროებით სახელმწიფო კომისიას არ უნდა ჰქონდეს იგივე უფლებამოსილებები, რაც სასამართლოს".


ასევე, ვენეციის კომისიის ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ "მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ კონცენტრირება უნდა მოახდინოს ინდივიდუალურ საქმეებზე და არა მართლმსაჯულების ხარვეზების სისტემურ მიზეზებზე". მათ მოუწოდეს კანონპროექტის ინიციატორებს კიდევ ერთხელ გადახედონ განსახილველ საქმეთა ვადების ლიმიტს (კანონპროექტის თანახმად კომისია მხოლოდ განიხილავს 2004 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის იანვრამდე არსებულ საქმეებს).


ვენეციის კომისიამ ასევე იმსჯელა "მართლმსაჯულების ხარვეზების სპეციალური პალატის" ჩამოყალიბების სამართლებრივ მხარეზე და დასკვნაში მიუთითა, რომ ამგვარი პალატის შექმნა წინააღმდეგობაში იქნება კონსტიტუციასთან, რომელიც სპეციალური სასამართლოების შექმნას კრძალავს.


სასამართლო ხელისუფლება იმედოვნებს, რომ პარლამენტი გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის დასკვნას და გამოთქვამს მზადყოფნას გააგრძელოს სასამართლო ხელისუფლების შემდგომი რეფორმირება და ითანაშრომლოს ყველა კონსტრუქციულად განწყობილ მხარესთან"- ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42