საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად სამმხრივ თანამშრომლობას მოეწერა ხელი
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:25, 04 Jul, 2017     1427
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მომუშავე სამმა სახელმწიფო უწყებამ ერთობლივი თანამშრომლობის მექანიზმი შეიმუშავეს. ინფორმაციული გაცვლის სისტემის გაუმჯობესების მიზნით სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს და სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის სამმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

უწყებებს შორის სამმხრივი თანამშრომლობის განვითარება და განმტკიცება უზრუნველყოფს გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემების (გის) გამართვას. ერთობლივი თანამშრომლობის მექანიზმი ხელს შეუწყობს ამ უწყებებსა და მათ ქსელში ნებისმიერი საინფორმაციო სისტემის ეფექტურ მართვას.

ინფორმაციული გაცვლის სისტემის გამოყენება შეიძლება მოვლენების ახსნისას, შედეგების პროგნოზირებისას და სტრატეგიების დაგეგმვისას. სისტემის გამართვა მნიშვნელოვანია ლაბორატორიული მონაცემების, ასევე მონიტორინგის ვიზუალიზაციისათვის. ის, ასევე საშუალებას იძლევა ტესტის შედეგებისა და მონაცემთა ელექტრონულ გაცვლას/გაზიარებას.

უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება გულისხმობს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით ერთობლივი პროექტების შემუშავებას და წარმართვას. ასევე, თანამშრომლობის ფორმები მოიცავს: გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემების (გის) მონაცემთა ბაზების, ვექტორული და რასტრული მონაცემების, საბაზისო და თემატური გის ფენების, გის რუკებისა და ვებ–სერვისების გაცვლას, თანამედროვე სტანდარტების სასწავლო-მეთოდური მასალის შექმნას, პარტნიორობას გის სწავლების ორგანიზებაში და ა.შ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42