როგორც აღმოჩნდა, მის სექსუალურ განათლებაში დიდი როლი „სამეფო კარის თამაშებმა“ შეასრულა, უფრო მეტიც როგორც მსახიობმა The Sunday Times-სთან ინტერვიუში განაცხადა, ორალური სექსის არსებობის შესახებ სერიალის სცენარის კითხვისას შეიტყო, როდესაც ის 13 წლის იყო.
"ორალური სექსი რომ არსებობდა, პირველად სერიალის სცენარის კითხვის დროს გავიგე. მაშინ 13-ის ვიყავი. გაოცებული ვიყავი და ვთქვი: ვაუ! ადამიანები ეგრე შვებიან? თუმცა შთამბეჭდავად ჟღერდა. ფიქრობ მთელ ჩემს სექსუალურ განათლებას, "სამეფო კარის თამაშებს" უნდა ვუმადლოდე" - ამბობს სოფი.
შეგახსენებთ, GOT-ის მე-7 სეზონის პირველი სერია 2017 წლის 16 ივლისს გამოვა.მართალია, ახალ სეზონში 10-ის ნაცვლად 7 სერია იქნება, თუმცა სერიალის შემქმნელები აცხადებენ, რომ მე-7 სეზონში ყველაზე გრძელი სერიები იქნება. HBO-მ მეშვიდე სეზონის კიდევ ერთი ტრეილერიც გამოაქვეყნა.
ცნობილია, რომ ახალ სეზონში ახალი პერსონაჟი მაგიკოს მარვინი გამოჩნდება, რომლის როლშიც ოსკარისა და ორი ოქროს გლობუსის მფლობელი ბრიტანელი მსახიობი ჯიმ ბროუდბენტია. ეპიზოდურ როლში გამოჩნდება მომღერალი ედ შირანიც.
Game of Thrones -ის მეექვსე სეზონის ბოლო სერია განსაკუთრებით საინტერესო იყო, რომელიც სერსეი ლანისტერის ტრიუმფალური აღზევებით დასრულდა. მე-10 სერიაში ასევე ყველაზე დიდი საიდუმლოს აეხადა ფარდა და დადასტურდა , რომ ჯონ სნოუ ნედ სტარკის ბასტარდი არ არის. ბრანის ნიჭის წყალობით გაირკვა და დადასტურდა, რომ ჯონი ნედის დის, ლიანასა და რაეგერ ტარგარიანის შვილია.
ვინტერფელში ველოდებოთ არიას დაბრუნებასაც. ეჭვგარეშეა, მეშვიდე სეზონი ძალიან საინტრესო იქნება.
ცნობილია ისიც, რომ სერიალის დასრულების შემდეგ, HBO "სამეფო კარის თამაშების" ოთხ ახალ სპინოფს გადაიღებს.
მასალის გამოყენების პირობები






