თქვენ გეზარებათ სამზარეულოში ტრიალი, თუმცა ამის პოტენციალი ნამდვილად გაქვთ. თქვენ ყველაზე ხშირად ნახევარფაბრიკატებს ირჩევთ, რადგან მიკროღუმელთან ყველაზე თავდაჯერებული ხართ.
კურო
პლანეტებმა წარმოუდგენელი მოძრაობები უნდა აკეთონ, თქვენ რომ რაიმეს მომზადება მოგანდომონ. თქვენ შესანიშნავი კულინარი ხართ, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში ამისთვის შთაგონება არ გყოფნით. თუ შთაგონება გეყოთ და სამზარეულომდე მიაღწიეთ, მაშინ თქვენ წარმოუდგენლად გემრიელ და პიკანტურ რამეს მოამზადებთ.
ტყუპი
როგორც კი თქვენს კულინარიულ ნიჭს გამოვლენის საშუალებას მისცემთ, მასზე უარს ვეღარ იტყვით. თქვენ არ მოგწონთ ბანალური კერძების დამზადება. ამიტომ ყოველთვის ინტერნეტში დაძვრებით, რომ რაღაც გემრიელი და „რესტორნული“ რამე გამოჩხრიკოთ.
კირჩხიბი
თქვენ თითქმის ყოველდღე ამზადებთ. იმის გამო რომ თქვენ ოჯახური გარემო მოგწონთ (მაშინაც კი თუ ის ჯერ არ გაქვთ) გიყვართ ბევრი კერძის დამზადება, რათა ყველას ეყოს. თქვენ საყოველთაოდ გავრცელებულ კერძებს ამზადებთ, თუმცა ძალიან გემრიელად.
ლომი
ვიდრე არსებობს ადამიანი, რომელსაც შეუძლია კერძი თქვენს მაგივრად დაამზადოს, თქვენ სამზარეულოში ვერავინ შეგაგდებთ, მაგრამ თუ მარტო ცხოვრობთ, ყველაზე ხშირად საკვების სახლში მოტანის სერვისით სარგებლობთ, თუმცა თუ განწყობა გაქვთ მაშინ უგემრიელესი კერძის მომზადებაც შეგიძლიათ.
ქალწული
თქვენ მოგწონთ საჭმლის მომზადება და კარგადაც გამოგდით, თქვენ ცდილობთ ნებისმიერი რეცეპტი სრულყოფილებამდე აიყვანოთ, შემდეგ კი მეგობრებს გაუზიაროთ, ეს წარმოუდგენლად ამაღლებს თქვენს თავმოყვარეობას.
სასწორი
თქვენ მუდმივად ეჭვი გღრღნით, შეჭამოთ რაიმე ჯანსაღი და სასარგებლო, თუ მავნე და გემრიელი.... თქვენ იცით ამის კეთება და იმისაც, ამ არჩევანის გამო კი სამზარეულოში თქვენი ყოფნა უფრო რთულია.
მორიელი
თქვენ საჭმლის მომზადება იცით, თუმცა ყოველთვის გემრიელი არ გამოგდით. კრიტიკას საერთოდ ვერ იღებთ, ამიტომ თქვენ სტუმრებს დიდი რისკის გაწევა მოუწევთ თქვენი მომზადებული არაგემრიელი კერძი რომ გააკრიტიკონ.
მშვილდოსანი
თქვენ კულინარია დიდად არ გიზიდავთ, მაგრამ მოგწონთ ეგზოტიკური კერძები. თქვენთან უფრო ახლოსაა ხორცის სალათი ანანასით, ვიდრე ჩვეულებრივი „ოლივიე“. ეს ყველაზე მცირეა იმ ექსპერიმენტებს შორის , რომლის ჩატარებაც თქვენ სამზარეულოში შეგიძლიათ.
თხის რქა
თქვენ შესანიშნავი მზარეული ხართ და ამას სიამოვნებით აკეთებთ. თქვენ ამზადებთ თითქმის ყოველდღე, ამით კი თქვენ კულინარიულ უნარებს რეგულარულად ხვეწთ.
მერწყული
თქვენ კულინარიული გენია ხართ, თქვენ შეგიძლიათ შესანიშნავი ტორტების ცხობა, ორიგინალური ცხელი კერძების და გემრიელი სალათების მომზადება.
თევზები
თქვენ ცდილობთ ჩვეულებრივ კერძს რაიმე სიახლე შემატოთ, მაგრამ ეს ყოველთვის წარმატებულად არ გამოგდით. თუმცა ეს თქვენ მოტივაციას უფრო ზრდის.
მასალის გამოყენების პირობები






