BBC-ის ცნობით, რვა თვის ბავშვის სამედიცინო ბარათში სქესი მითითებული არ არის.
ბავშვის მშობელი კორი დოტი თავს არაბინალურ ტრანსგენდერად მიიჩნევს, ანუ თავს არც ქალად თვლის და არც კაცად. მისი თქმით, სურს, ბავშვმა თვად აირჩიოს გენდერული იდენტობა, როდესაც გაიზრდება.
ბავშვის სამედინიცო ბარათში, სქესის აღმნიშვნელ გრაფაში მითითებულია ლათონური ასო U, რომელიც შეიძლება ნიშნავდეს როგორც „გარუკვეველს“ (undetermined) ან „დაუდგენელს“ (unassigned).
კორი დოტის ასევე სურს, რომ ბავშვის სქესი არც მის დაბადების მოწმობაში მიუთითონ, რაცეზ კანადის ხელისუფლება უარს აცხადებს, კორი კი ამის მიღწევას სასამართლოს გზით აპირებს.
ბავშვი, რომელსაც სირილ ატლი დაარქვეს, 2016 წლის ნოემბერში, კორის ნაცნობის სახლში დაიბადა. ამიტომაც, მისი დაბადებისას ახალშობილის ოფიციალური რეგისტრაცია არ მომხდარა.
ეს პირველი ჩვილია, რომლის ჯანმრთელობის ცნობაში სქესი მითითებული არ არის.
მასალის გამოყენების პირობები






