10 თვის ჩარლის ცხოვრება სრულდება - სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან გამორთავენ
მსოფლიო - 11:47, 04 Jul, 2017     5682
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რომის პაპი მხარდაჭერას უცხადებენ 10 თვის ბრიტანელი ბიჭის ჩარლი გარდის მშობლებს. პატარას, სასამართლოს გადაწყვეტილებით მალე ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან გამორთავენ.


რომის პაპმა მშობლებს მოუწოდა, რომ ბოლომდე შვილის გვერდით დარჩნენ, ტრამპმა კი თვითერზე დაწერა, რომ ის მზად არის ბავშვის გადარჩენაში დასახმარებლად, თუკი ეს შესაძლებელია.

ჩარლი გარდი იშვიათი გენეტიკური დაავადებით დაიბადა: სინდრომით, რომელიც მიტოქონდრიული დნმ-ისგან არის წარმოქმნილი. დაავადება იმდენად იშვიათია, რომ ექიმების თქმით, მთელს მსოფლიოში სულ 16 ადამიანს დაუდგინდა.

იშვიათი დაავადება კუნთების პროგრესულ ატროფიასა და ტვინის დაზიანებას იწვევს. ჩარლის ორგანიზმი ნორმალურად ფუქციონირებისთვის მზად არ აღმოჩნდა. როგორც აღმოჩნდა, მისი მშობლები თავად იყვნენ დეფექტური გენის მატარებლები.

ბრიტანელი ექიმების განცხადებით, ამ ეტაპზე ბავშვი ვერ ხედავს, არ ესმის, არ შეუძლია მოძრაობა, ტირილი და ტვინის დაზიანებას უკვე შეუქცევადია. მათი თქმით, მკურნალობა შეუძლებელია და მიიჩნევენ, რომ მისი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან გამორთვა აუცილებელია.

თუმცა, ჩარლის მშობლები და გულშემატკივრები იბრძვიან, რომ ბავშვმა აშშ-ში ექსპერიმენტალური მკურნალობა გაიაროს.

ამერიკელი ექიმები აცხადებენ, რომ ჩარლის დაავადება ჯერჯერობით მკურნალებას ექვემდებარება და მზად არიან პატარას ექსპერიმენტული თერაპიის კურსი ჩაუტარონ. ბავშვის მკურნალობის დასაფინანსებლად მილიონზე მეტი ფუნტი სტერლინგი შეგროვდა.

თუმცა ბრიტანულმა კლინიკამ სასამართლოს მიმართა, რათა ბავშვის ბედი მას გადაეწყვიტა. ბრიტანეთის სასამართლომ კლინიკას ბავშვის ხელივნური სუნთქვის აპარატიდან გამორთვის უფლება მისცა.

მშობლებმა, ბრიტანული სასამართლოს განაჩენი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა აღნიშნულმა სასამართლომ ბრიტანული სასამართლოს გადაწყვეტილებასა და კლინიკის პოზიციას დაუჭირა მხარი , რომ ბავშვის გადარჩენა შეუძლებელია, მისი აშშ-ში გადაყვანა და დაგეგმილი მკურნალობა კი სერიოზულ ტკივილებს მიაყენებს.

მშობლებს ასევე უარი ეთქვათ, ბავშვი საავადმყოფოდან სახლში წაეყვანათ, რათა სიცოცხლის ბოლო წუთები ოჯახურ გარემოში გაეტარებინა.

7 ივლისს ჩარლი ხელოვნური მართვითი სუნქთვითი აპარატიდან უნდა გამორთონ.

ეს დღეები კი , ბუკინგემის სასახლესთან და პრემიერის რეზიდენციასთან, ჩარლისა და მისი ოჯახის მხარდამჭერი აქციები მიმდინარეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42