"არის დანაშაული, რომლისთვისაც არ არსებობს ვინ არის ეს ადამიანი, სასარგებლოა თუ არა გამოძიებისთვის კონკრეტულ მომენტში არის დანაშაულები, საერთაშორისო წესებით დადგენილი რომლისთვისაც არ არსებობს პატიება. რომლისთვისაც აუცილებლად უნდა დადგეს პასუხისგება და წამება არის ნომერ პირველი ამ დანაშაულებში. თუ კი ადამიანი მხილებულია და არსებობს სასამართლოს მიერ ამის დადასტურება, როგორც არ უნდა თანამშრომლობდეს გამოძიებასთან, საუბარი შეიძლება იყოს ბრალის შემსუბუქებაზე მაგრამ არა პასუხისგებიდან გათავისუფლებაზე. თუ ეს არის არჩილ კბილაშვილის გადაწყვეტილება, ეს არის არჩილ კბილაშვილის შეცდომა", – განაცხადა ხიდაშელმა.
ბედუკაძემ თინა ხიდაშელის საპასუხოდ განცხადება გაავრცელა.
"საინტერესოა ქალბატონო თინიკო, რატომ არ საუბრობდით ჩემს დანაშაულებრივ ქმედებებზე, არჩევნების წინ სტუდენტების ქუჩაში გამოსვლისას. იქნებ გეწყინათ ჩემი ამდაგვარი ნაბიჯი? ან და ძალიან კარგად უწყით რა გზით, ხერხებით და მეთოდებით ვიყავი მხილებული წამების დანაშაულში და ამის დამადასტურებელი რა სახის დოკუმენტაციები არსებობდა და არსებობს, როგორ იქნა ისინი მოპოვებული სააკაშვილის მთავარ პროკურორ ზოდელავას გამოძიებისას, როდესაც ამ საქმეში ბრალდებულ ფარულავა-ფხალაძეს წამებით სასურველი აღიარების მიღების გამო ფეხზე ფრჩხილები დააძვრეს… მოგთხოვთ ამაზე აუცილებლად პასუხს! თუმცა რა არის გასაკვირი, თვითლუსტრაცია შესანიშნავი მაგალითია თქვენი მომავალი პოლიტიკური კარიერისთვის", – ნათქვამია ბედუკაძის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






