ფეხმძიმე ქალი სამსახურში
საზოგადოება - 13:17, 29 Oct, 2012     468


უმრავლესობას ძნელად გადააქვს თამბაქოს სუნი, არ არის აუცილებელი თანამშრომელი ეწეოდეს სამუშაო ადგილზე, როდესაც ის ბრუნდება მოსაწევი ოთახიდან, შემოაქვს სუნი, რომელიც საკმარისია იმისთვის, რომ ფეხმძიმე ქალმა უგუნებოდ იგრძნოს თავი.

ასევე ძნელია ჯდომითი სამუშაო, როდესაც ადამიანი დიდხანს ზის, ორგანიზმის ზეწოლა ხერხემალზე ხდება, რადგან ფეხმძიმე ქალი წონაში საკმაოდ იმატებს, ბოლო თვეებში ეწყება წელის არეში ტკივილი. მედიცინის მუშაკები კომპიუტერთან ჯდომას ნაყოფისთვის საზიანოდ მიიჩნევენ.

როდესაც ფეხმძიმე ქალი მუშაობს, ძნელია აკონტროლოს სწორი კვება, რაც ძალიან აუცილებელია ამ პერიოდში.

ყველამ კარგად იცის, რომ ფეხმძიმე ქალის ხასიათის ცვლილება, გამოწვეულია მათ ორგანიზმში ჰორმონალური ფონის ცვლილებით, ამიტომ უბრალო კითხვაზე - ”რატომ დევს ეს საქაღალდე აქ?” მას შეიძლება ცრემლი წამოუვიდეს.

როგორ უნდა მოიქცეს ფეხმძიმე ქალი, რომ დეკრეტამდე მშიდად შეძლოს მუშაობა?
მოელაპარაკეთ თქვენს უფროსს, თქვენს შესასრულებელ სამუშაოს ნუ გადაანაწილებთ მთელ სამუშაო დროზე, არამედ შეასრულეთ ის უფრო ჩქარა, ნაკლებ დროში. თუ თქვენი უფროსი თანახმა იქნება, დარჩენილ დროს თქვენ მოახერხებთ ქალთა კონსულტაციაში წასვლას.

თუ თქვენ არ გყავთ მანქანა, ეცადეთ, არ იაროთ სამარშრუტო ტაქსით (”მარშუტკით”), ავტობუსი - თუ გადაჭედილი არაა - ბევრად კონფორტულია; ან მოძებნეთ თქვენ ახლოს ისეთი ადამიანი, რომელიც იგივე მარშრუტით მოძრაობს და ეცადეთ, გადაჭრათ ტრანსპორტის პრობლემა.

აუცილებლად ატარეთ სადილი სამსახურში.

ეცადეთ არ იჯდეთ დიდხანს, ადექით და თუნდაც ოთახში გაიარ-გამოიარეთ.

თუ თქვენ ისეთი პროფესია გაქვთ, რომელიც არ მოითხოვს დილიდან საღამომდე ოფისში ჯდომას (ბუღალტერი, ჟურნალისტი,,,), შეგიძლიათ სამუშაო სახლში შეასრულოთ.

თუ თქვენში ფეხმძიმე ქალი თბილ გრძნობებს არ იწვევს, და ფიქრობთ რომ მას, შვილის მეტი არაფერი არ აინტერესებს, მითუმეტეს სამსახური, თქვენ ცდებით. თუკი ფეხმძიმე ქალმა გადაწყვიტა იმუშაოს დეკრეტამდე, ეს იმას ნიშნავს, რომ სამსახური მას ძალიან სჭირდება, ბავშვის დაბადების მერე კი უფრო მეტად დასჭირდება, იმისათვის, რომ შვილი გაზარდოს, აღზარდოს და განათლება მისცეს და რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ჩვენი დიდი ბებიები ადვილად და არაკონფორტულ, არაცივილიზირებულ პირობებში აჩენდნენ შვილებს, დაფიქრდით იმაზეც, რომ ისინი სუფთა ჰაერზე და ჯანსაღ გარემოში ცხოვრობდნენ და მხოლოდ ნატურალური პროდუქტებით იკვებებოდნენ.

არც თანამშრომლებისთვის არის ადვილი ფეხმძიმე ქალის გვერდით მუშაობა. ხან ცუდად არის, ხან ქალთა კონსულტაციაშია წასასვლელი და ხან ექიმი რამდენიმე დღიან წოლით რეჟიმს უნიშნავს . ასეთ დროს, თანამშრომლებს უწევთ მისი სამუშაოს შესრულება.

ხშირად, ფეხმძიმე ქალის შესრულებულ სამუშაოს ზერელედ უყურებენ, ”რა უნდა გააკეთოს, დეკრეტამდე მიაღწევს და ,,”. ზოგმა შეიძლება დაიჩივლოს, რომ ძალიან პრეტენზიული გახდა ბოლო პერიოდში, ”ხან არ მოწიოო, ხან ფანჯარა დახურეო”, ზოგიერთმა ქალბატონმა კი შეიძლება ასეთი ფრაზაც თქვას ”მეც გავაჩინე 2 შვილი და არც არავინ შემიწუხებიაო”. მაგრამ, საბედნიეროდ, ყველა ასე არ იქცევა, უმრავლესობა, ფეხმძიმე თანამშრომელს უფრთხილდება, თბილად და ყურადღებით ექცევა.

 





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42