არაბულმა ქვეყნებმა კატარს ულტიმატუმის ვადა გაუხანგრძლივეს
მსოფლიო - 15:40, 03 Jul, 2017     1344
არაბულმა ქვეყნებმა კატარს ულტიმატუმის ვადა გაუხანგრძლივეს. მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ოფიციალურ დოჰას დამატებით 48 საათი აქვს.

ორი კვირის წინ, კატართან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის სანაცვლოდ, ოთხმა არაბულმა ქვეყანამ, ოფიციალურ დოჰას 13 პუნქტიანი მოთხოვნების სია გაუგზავნა.

ბაჰრეინი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ეგვიპტე ოფიციალური დოჰასგან ითხოვენ - გაწყვიტოს ირანთან კონტაქტი, დახუროს თურქული სამხედრო ბაზა და ტელეკომპანია „ალ-ჯაზირა“, მისი ყველა ფილილიალით, რომელსაც აღნიშნული ქვეყნები პროპაგანდის გავრცელებაში სდებენ ბრალს.

ტერორისტული საფრთხის შემცირების მიზნით, კატარს რეკომენდაცია ეძლევა შეწყვიტოს საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინისა და ეგვიპტის მოქალაქეების ნატურალიზება და ყველა იმ ძებნილი პირის გადაცემა, ვინც კატარში იმალება.

მოთხოვნებში ასევე წერია, რომ კატარმა ნატოს წევრ ქვეყნებთან ყოველგვარი კონტაქტი უნდა შეწყვიტოს და შეაჩეროს ტერორიზმის მხარდაჭერა, მათ შორის, ინფორმაციული თვალსაზრისით.

მოთხოვნების შესასრულებლად კატარს ორკვირიანი ვადა მიეცა. ოფიციალურ დოჰას შეთავაზება კუვეიტის მთავრობამ გაუგზავნა, რომელიც დიპლომატიურ კრიზისში შუამავლის როლს ასრულებს.

ოფიციალური დოჰა ულტიმატუმის პირობებს "არარეალისტურს" უწოდებს.

სპარსეთის ყურეში დიპლმატიური კრიზისი 5 ივნისს დაიწყო.

ბაჰრეინმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ეგვიპტემ, იემენმა, ლიბიის დროებით მთავრობამ, მალდივის რესპუბლიკამ და მავრიკიმ ოფიციალური დოჰა ტერორიზმისა და ექსტრემისტური იდეოლოგიის დაფინანსებასა და მხარდაჭერაში დაადანაშაულეს და მასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტეს.

კატარი ტერორიზმის „ძალიან მაღალი დონით“ დაფინანსებაში დაადანაშაულა და დაფინანსების შეწყვეტისკენ მოუწოდა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42