აცტეკების ლეგენდა გამართლდა - მექსიკაში ადამიანის თავის ქალების კოშკი აღმოაჩინეს (ფოტო)
მსოფლიო - 14:01, 03 Jul, 2017     13436
მექსიკაში, ანთროპოლიგიისა და ისტორიის ეროვნული უნივერსიტეტის სპეციალისტებმა, ლეგენდარული აცტეკების კოშკი აღმოაჩინეს, რომელიც ადამიანის თავის ქალქებისგან არის აგებული, მათ შორის არის ბავშვების თავის ქალები.

აცტეკების კოშკის შესახებ ლეგენდას ფარდა ახლა, ორწლიანი ზედმიწევნით შესწავლის, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აეხადა, ანთროპოლოგები მზად არიან დაადასტურონ, რომ ადამიანის თავის ქალების კოშკი ნამდვილად არსებობს.

ლეგენდის თანახმად, კოშკი აცტეკები მტრების თავის ქალებს აგროვდებდნენ, თუმცა მეცნიერები შოკირებულები არიან იმ ფაქტით, რომ თავის ქალები მხოლოდ ახალგაზრდა მამაკაცებს არ ეკუთვნით.

„ჩვენ მხოლოდ ახალგაზრდა მამაკაცების თავის ქალებს ველოდით, რომლებიც ომში იბრძოდნენ. ქალებისა და ბავშვების ომში მონაწილეობაზე არაფერი ვიცით. მსგავსი ინფორმაცია, არასოდეს გაგვიგია“ - განაცხადა როიტერსთან ანთროპოლოგმა როდრიგო ბოლანსოსმა.

მისივე თქმით, 676 თავის ქალა უძველესი ტემპლო მაიორის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს, რომელიც ასევე ცნობილია უიცილოპოჩტლის პირამიდად - აცტეკების უზენაესი ღვთაების პატივსაცემად.

სპეციალისტებს, ჯერჯერობით არ შეუწავლიათ ტაძრის საძირკველი, სადაც შესაძლოა, ახალი სამარხი აღმოაჩინონ.

ისტორიის თანახმად, სამარხი 60 მეტრის სიღრმემდე აღწევს.

აცტეკები - მექსიკის ინდიელთა ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ხალხი. XII საუკუნეში ჩრდილოეთიდან მოსული აცტეკები მეხიკოს ველზე შეიჭრნენ და დამკვიდრდნენ, აითვისეს მისი ძველი მოსახლეობის — ტოლტეკების, საპოტეკებისა და მიშტეკების მაღალი კულტურა და XIV საუკუნეში დააარსეს ქ. ტენოჩტიტლანი (ახლანდელი ქ. მეხიკო). 1427 წელს დაუკავშირდნენ ტესკოკოსა და ტლაკოპანის ქალაქ-სახელმწიფოებს, დაიმორჩილეს მთელი მეხიკოს ველისა და ცენტრალური მექსიკის მოსახლეობა და ადგილობრივ ტომთა კონფედერაციის სათავეში მოექცნენ.

აცტეკებს ესპანელემა დამპყრობლებმა 1519 წელს მიაგნეს, როდესაც კონკისტადორები ერნარ კორტესის ხელმძღვანელობით მეხიკოს ხეოაბს მიადგნენ.

როდესაც ესპანელები მივიდნენ, აცტეკები მართავდნენ ტერიტორიას მექსიკის ყურიდან კორდილიერებამდე და სამხრეთით დღევანდელი გვატემალის ტერიტორიამდე. ამის მიუხედავად მათ იმპერატორს მონტესუმა I არ ჰქონდა კარგად ორგანიზებული იმპერია. როდესაც ვასალური ქალაქები ან ტომები ჯანყდებიდნენ, იგი იძულებული ხდებოდა თავიდან დაეპყრო ისინი. მას არ ყავდა გუბერნატორები ან მდგომი ჯარები რომ გაეკონტროლებინათ ისინი. ერთი სიტყვით, მათ არ ჰქონდათ ცენტრალიზებული სახელმწიფო. სახელმწიფო სტრუქტურის ეს სისუსტე დაეხმარა ესპანელებს აცტეკების დაპყრობაში სულ რაღაც 2 წელში. გარდა ამისა ამ მოვლენაში იყო შიშის ფაქტორი, რომელიც ინდიელებს ჰქონდათ ესპანელ დამპყრობლებისადმი. თავის კომპანიაში კორტესს აჯანყებული ტომებიც მიეხმარნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42