ლონდონის ტრაგედია - ხანძრს გადარჩენილი ქალი საკუთარ ისრორიას ჰყვება იმის შესახებ თუ როგორ უწევდა ცხედრებზე გადაბიჯება იმისათვის, რომ ცეცხლს გაქცეოდა. ეს ქალბატონი 22-ე სართულზე ცხოვრობდა, მან გადარჩენა მოახერხა, ამისათვის კი ხანძრის დაწყებიდან 2 საათი დასჭირდა.
ნაომი ლი 32 წლის გახლავთ, ხანძრის დოს მასთან ერტად 23 წლის ნათესავი ლიდია ლიაო იმყოფებოდა. 22-ე და 23-ე სართულზე მცხოვრებლთაგან მხოლოდ ეს ორი ადამიანი გადარცა.
მისის ლი ხანძრისგან ტავისდაღწევის შესახებ საკუთარ Facebook - გვერდზე წერს. ქალბატონის განცხადებით, ცხედრებისგან, რომლებსაც გადააბიჯეს, მხოლოდ სამოსის ნაფლეთებიღა იყო დარჩენილი.
მას შემდეგ რაც ცეცხლი 22-ე სართულს მოედო და ლის საცხოვრებელი სახლი კვამლით აივსო, ისინი მათ გვერდით მდებარე ბინაში გადავიდნენ, რადგან იქ ჯერკიდევ შესაძლებელი იყო სუფთა ჰაერტ სუნთქვა. თუმცა, სართულზე მაცხოვრებლებს იმედი უკვე გადაწურული ჰქონდათ. ლის მეუღლე, 29 წლის ლიი ლი-ჩეპმენი კუალა ლუმპირში იმყოფებოდა ბიზნესვიზიტით, რომელიც მიმდინარე მოვლენებს სასტუმროდან აკვირდებოდა რა დროსაც მისის ლიმ დაურეკა და განუცხადა, რომ 22-ე სართულზე ერთ-ერთ ბინაში იყო გამომწყვდეული.
„დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, ამ ეტაპზე უკეთ ვგრძნობთ ტავს, მიუხედავად ფისოქლოგიური ტრავმებისა და მატერიალური დანაკარგისა, ყველასგან დიდ სიყვარულს ვგრძნობთ, მსურს გაგიზიაროთ ცემი ისტორია. მე გავასაჯაროვე ჩემი სტატუსი, მოხარული ვიქნები ყველასი, ვინც ამ ყოვლივეს გაიზიარებს. ჩემმა ისტორიამ შესაძლოა მსგავს სიტუაციაში აღმოჩენილი სხვა ადამიანების სიცოცხლეები გადაარჩინოს.
როდესაც ხანძარი დაიწყო, შინ ვიყავით და გვეძინა, შედეგ შევიტყვეთ ყოველივე და სამაშველო სამსახურში დავრეკეთ, მათ კი გაგავაფრთხილეს რომ ადგილზე დავრჩენილიყავით. მოგვიანებით სახლი კვამლით აივსო, ამიტომ გარკვეული ნივთები ავიღეთ და კოლიდორში გამოვედით, გავიქეცით სამაშველო კიბზეზე გასასვლელი კარისკენ, თუმცა ადგილზე გავქვავდი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ კარი ჩაკეტილი იყო, ჩვენმა მეზობელმა გააღო ამ დროს კარი და გვთხოვა მათთან შევსულიყავით, ასეც მოვიქეცით. მათ სახლში საათ-ნახევარი დავყავით. მოგვიანებით ჩემს მეუღლეს კუალა ლუმპურში დავურეკე და ავუხსენი, რომ ცუდი სიტუაცია იყო და ცეცხლის ალს უკვე ჩვენს სართულზეც ვხედავდით. ასევე ავუხსენი, რომ შესაძლოა ქვედა სართულზებზე ჩარბენა გადაგვეწყვიტა.
საბოლოოდ, როცა სახლი თეთრი კვამლით დაიფარა, ღია ფანჯარასთან შევგროვდით და საბოლოოდ დავრეკეთ სამაშველო სამსახურში, ავუხსენი, რომ ქვედა სართულზებზე ცარბენას ვგეგმავდით, რადგან ჰაერი აღარ იყო 22-ე სართულზე. რთული სიტუაცია იყო, დიდი სტრესი, მაგრამ გადავყვიტეთ ქვედა სართულებზე ცასვლა. პირსახოცები დავასველეთ და სახეზე ავიფარეთ, ეს ნამდვილად დაგვეხმარა. ქვედა სართულებზე აღმოვაჩინეთ, რომ სახანძრო კიბეზე გასასვლელი კარი ღია იყო და ჩავირბინეთ, მე-5 თუ მე-6 სართულზე მაშველები შეგვხვდნენ. იქიდან მეხანძრეებმა გამოგვიყვანეს.
სანამ დაბლა ჩაოვდიოდით ეს მომენტი შემაძრწუნებელი იყო, ვლოცულობდით და ყველას გადარჩენას ვითხოვდით. ქვედა სართულზებზე ცხედრები შეგვხვდა, რომლებისგანაც ხანძრის გამო მხოლოდ ტანსაცმლის ნაფლეთებირა იყო დარცენილი. შემაძრწუნებელი სიტუაცია იყო“, - წერს ლი.
მასალის გამოყენების პირობები






