ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველი, ზღვისა და აუზების სეზონი კარგ ფორმაში ყოფნას „გვაუძულებს,“ მეორე კი ამ სეზონისთვის დამახასიათებელი პროდუქტებით დიეტების დაცვა გაცილებით მარტივია.
დღეს გთავაზობთ, საზამთროს დიეტას, რომლის მოყვარულებისთვისაც ეს რთული ნამდვილად არ იქნება. 5 დღეში კი 5-6 კილოგრამთან დამშვიდობებას შეძლებთ.
ვინაიდან, საზამთრო 100%-ით დიეტური პროდუქტია, ის ასევე შარდმდენი თვისებით ხასიათდება და ორგანიზმი სითხესთან ერთად ცხიმოვანი უჯრედებისგანაც თვისუფლდება.
მაშ ასე საზმთროს 5-დღიანი დიეტა:
საუზმე: უშაქრო შვრიის ფაფა, შეგიძლიათ მიირთვათ ერთი ნაჭერი ყველი
სადილი: 1 ნაჭერი თევზი (საქონლის ხორცი ან ქათამი) და ბოსტნეულის სალათი - უცხიმოდ.
ვახშამი: მხოლოდ საზამთრო, რაოდენობა შეზღუდული არ არის.
დღის განმავლობაში კი აუცილებლად მიირთვათ საზამთრო წონასთან შეფარდებით - სხეულის მასის ყოველ ათ კილოგრამზე ერთი კილოგრამი საზამთროს რბილობი.
მაგალითად, თუკი თქვენი წონა 60 კილოგრამია, დღის მანძილზე გადაანაწილეთ და მიირთვით 6 კილო საზამთრო. შეგიძლიათ, საზამთრო წვენის სახითაც მიიღოთ.
ამავდროულად, დიეტის დასრულების შემდეგ, სასურველია, 10 დღის განმავლობაში განაგრძოთ საზამთროს მირთმევა, ბუნებრივია, კვების ჩვეულებრივ რაციონთან ერთად.
მასალის გამოყენების პირობები






