ბავშვი გენიოსი - 11 წლის ბიჭი, რომელმაც IQ ტესტში აინშტაინისა და ჰოკინგის რეკორდები მოხსნა.
არნავ შარმამ გადაწყვიტა იმ ტესტის გაკეთება, რომლის მონაცემებითაც გენიოსებს საშუალება ეძლევადთ ელიტურ კლუბს შეუერთდნენ დიდ ბრიტანეთში, იმისათვის, რომ ამ გაერთიანების წევრი გახდე საჭიროა შესაბამის ტესტში 132 ქულაზე მეტი დააგროვო.
11 წლის ბიჭუნა ამ ეტაპზე ერთ-ერთია იმ 1%-იდან, ვინც აღნიშნულ ტესტში 162 ქულა დააგროვა. აინშტაინისა და ჰოკინგის ქულები კი 160 გახლავთ.
შარმას დიდი ბრიატნეთიდან, სურს საკუთარი ინტელექტის გამოყენება მსოფლიოს გასაუმჯობესებლად.
Mensa ერთ-ერთი ყველაზე ექსკლუზიური კლუბია მსოფლიოში და ამ კლუბში გაწევრიანება ერთეულების ხვედრია, ასეთი ერთეულები კი დედამიწის მოსახლეობის 2%-ს შეადგენენ. კლუბში 20 ათასი ადამიანია გაწევრიანებული და მხოლოდ 1 500-ის ასაკია 18 წელს ქვემოთ.
არნავმა, რომლის ჰობიც გახლავთ ჩოგბურთი, ცურვა და კითხვა, The Independent-ს განუცხადა, რომ მისთვის Mensa-ს ტესტი რთული არ იყო.
არნავი არ არის ერთადერთი 11 წლის ბავშვი, რომელმაც რეკორდი მოხსნა. გასულ წელს 11 წლის სარნია ვერმამაც 162 ქულა მიიღო.
2015 წელს ასევე 162 ქულა დააგროვა 12 წლის ბავშვმა, 2013 წელს კი 11 წლის მოზარდმა.
მასალის გამოყენების პირობები






