სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის ზვიად გრიგალაშვილი დააკავეს
სამართალი - 11:45, 19 Jun, 2013     858

ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე, 2012 წლის 1 ოქტომბერს ხაშურის N35-ე საოლქო საარჩევნო ოლქის ცალკეულ საარჩევნო უბნებზე არჩვენების გაყალბების ფაქტზე, დანაშული გათვალისწინებული სსკ ის 164-3 პრიმა მუხლით.

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 35-ე ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიიდან გადმოგზავნილი მასალები.

2012 წლის 1 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დროს, შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსმა-გამომძიებელმა (ხაშურის განყოფილების უფროსი) ზვიად გრიგალაშვილმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, ძალადობის გამოყენებით, ხაშურის N35-ე საარჩევნო ოლქის მე-4 უბანზე უბნის დამკვირვებელს არჩილ გოგალაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც არჩილ გოგოლაძემ სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

2013 წლის 18 ივნისს ზვიად გრიგალაშვილი დაკავებული იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილი "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42