საპარტნიორო ფონდს კომპანია Elbit Systems – Cyclone Ltd დელეგაცია ესტუმრა
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:47, 01 Jul, 2017     1836

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში კომპანია Elbit Systems – Cyclone Ltd -ის დელეგაცია მიიღო. ფონდში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში სამოქალაქო ავიაციის კომპოზიტური ნაწილების ქარხნის მშენებლობის შესახებ მიმდინარე საკითხები განიხილეს.

საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტმა პარტნიორ კომპანია „ელბიტ სისტემსის“ დელეგაციასთან მორიგ სამუშაო შეხვედრაზე სამოქალაქო ავიაციის კომპოზიტური ნაწილების ქარხნის მშენებლობის მიმდინარე სტატუსი, დანადგარების ტრანსპორტირებისა და სერთიფიცირების შესახებ იმსჯელეს. მხარეებმა ასევე, სამომავლო გეგმები დასახეს.

Elbit Systems – Cyclone Ltd -ის დელეგაციამ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის დევიდ ვიდანის ხელმძღვანელობით ქარხნის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა. კომპანიის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა ასევე სამშენებლო კომპანია „ანაგის“ მენეჯმენტთან გამართეს. შეხვედრაზე მხარეებმა სამოქალაქო ავიაციის კომპოზიტური ნაწილების ქარხნის მშენებლობის პროცესთან დაკავშირებული დეტალები განიხილეს.

Elbit Systems – Cyclone Ltd.-ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ პროექტი მიზნად ისახავს თბილისში აშენდეს ქარხანა, სადაც მსოფლიოში წამყვანი საავიაციო კომპანიებისათვის სამოქალაქო თვითმფრინავის კომპოზიტური დეტალები დამზადდება. პროექტი ხელს შეუწყობს საინჟინრო სფეროს განვითარებას და 300-ზე მეტი ადგილობრივის დაასაქმებას, რომელთა გადამზადება ისრაელსა და საქართველოში მოხდება. ტრენინგების კურსის პირველი ეტაპი ისრაელში შედგა.

85 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, საპარტნიორო ფონდი და მაღალი ტექნოლოგიების მსხვილი საერთაშორისო კომპანია Elbit Systems – Cyclone Ltd ერთობლივად ახორციელებენ. სამოქალაქო ავიაციის კომპოზიტური ნაწილების ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქტი მსოფლიო ბაზარზე, როგორც ფასით, ასევე ხარისხით, კონკურენტული იქნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42