ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან სრულად არ უნდა გათავისუფლებულიყო
საზოგადოება - 11:31, 19 Jun, 2013     385

ამის შესახებ ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა.


"2013 წლის 14 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ბრალდებულ ვლადიმერ ბედუკაძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლების შესახებ, რასაც საფუძვლად დაედო საქართველოს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშივილსა და ვლადიმერ ბედუკაძეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება "განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ".
ვლადიმერ ბედუკაძეს, რომელმაც გასული წლის სექტემბრის თვეში ციხეებში წამებისა და არაადამიანური მოპყობის ამსახველი კადრები გაავრცელა, ბრალად ედებოდა წამება და არაადამიანური მოპყრობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდესის 218-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მთავარ პროკურორს უფლება აქვს, განსაკუთრებულ შემთხვევაში სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ბრალდებულის პასუხისმგებლობისაგან ან სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების თაობაზე. განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დადებისას საქართველოს მთავარმა პროკურორმა უნდა გაითვალისწინოს საჯარო ინტერესი, ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმე და ბრალეულობის ხარისხი. აღნიშნული გარემოებები ბედუკაძის შემთხვევაში შესაძლოა არასათანდოდ ყოფილიყო შეფასებული.
ვლადიმერ ბედუკაძეს ბრალად ედებოდა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით ერთ ერთი ყველაზე მძიმე დანაშაულად აღიარებული ქმედება. გაეროს კონვენციის - "წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის წინააღმდეგ" - მეორე მუხლი ნათლად კრძალავას წამების ნებისმიერი ფორმით გამართლებას. გარდა ამისა, კონვენციის მეორე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით დაუშვებელია უმაღლესი თანამდებობის პირის ან სახელმწიფო ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტი გახდეს წამების გამართლების საფუძველი.
გაეროს კონვენციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით თითოეულმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს წამების დანაშაულის დასჯა შესაბამისი სასჯელის გამოყენებით.
ვლადიმერ ბედუკაძე სასამართლოს საბოლოო განაჩენის გარეშე, ფორმალური გაგებით, ვერ ჩაითვლება დამნაშავედ. მას ბრალად უმძიმესი დანაშაული ედებოდა და მისი მონაწილეობა ამ დანაშაულის ჩადენაში არც მთავარ პროკურორს და არც ბედუკაძეს არ უარყვია. უფრო მეტიც გავრცელებული ინფრომაციით ბედუკაძემ აღიარა დანაშაულის ჩადენა. საქართველოს პროკურატურის მიერ კონკრეტული წამების ფაქტზე ბრალდებული პირის პასუხისმგებლობის დაყენებაზე უარის თქმით სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. კერძოდ დაირღვა გაეროს კონვენციის მე-4 მუხლის მეორე ნაწილი, რომელიც სახელმწიფოს წამებაში მონაწილე პირის დასჯას ავალდებულებს.
გამოძიებასთან თანამშრომლობისა და საქართველოს ციხეებში არსებული უმძიმესი დარღვევების გამოაშკარავებისთვის ვლადიმერ ბედუკაძესთვის მიზანშეწონილი იყო კანონმდებლობით დაშვებული შეღავათების დაწესება, თუმცა ისეთი მძიმე დანაშაულისთვის, როგორსაც წარმოადგენს წამება და არაადამიანური მოპყრობა, დაუშვებელია პასუხისმგებლობისგან პირთა სრული გათავისუფლება. ამგვარი მიდგომა უხეშად ლახავს დაზარალებულ პირთა უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნის პროცესში დაუშვებელია მსგავსი პრაქტიკის დამკვიდრება. გარდა ამისა, იმ პირობებში როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სამართლიანობის აღდგენა სახელდება, გაუგებარია რატომ ახორციელებს სახელმწიფო უმძიმესი დანაშაულების პატიებას და რატომ ახდენს ასეთი დანაშაულის შედეგად დაზარალებული პირების ინტერესების იგნორირებას"- ნათქვამია განცხადებაში.









მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42